Napolipiu და AreaNapoli იტყობინებიან, რომ "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ ტელეკომპანია campana Televomero-ს გადაცემა Playamiamo d'Avanto-ში "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ისაუბრა:
"ნაპოლის" ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ, შესაძლოა, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია - ერთადერთი ნამდვილი ჩემპიონები არიან. ნიგერიელი გატანილი 13 გოლით სხვაობას ქმნის. ქართველი, რომელშიც კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მხოლოდ 10 მილიონი გადაიხადა, ახლა არანაკლებ 70 მილიონი ღირს, მაგრამ როგორი იქნება მათი მომავალი? ამის შესახებ ფაბიო მანდარინიმ ისაუბრა:
"ქართველი მარცხენა გარემარბი "ნაპოლიდან" არსად არ წავა,
ეს 100%-იანი ინფორმაციაა. მის დათმობას არ აპირებენ. ოსიმენთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა. ნიგერიელი ცენტრალური თავდამსხმელი თავის მოვალეობას დიდებულად ართმევს თავს და ცხადია, ზაფხულში მის შეძენას ბევრი კლუბი მოინდომებს. მოცემულ მომენტში ასე მგონია, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება განსაკუთრებულად რთული იქნება".
ერთ სეზონიანი თუ იქნებიან და ყველა ძლიერ ფეხბურთელს ფულის გამო თუ დათმობენ რომ მერე რამდენიმე ტალანტი იყიდონ ეგ სისულელე იქნება.
ხვიჩასავით კი არ გაამართლებს ყველა 10 მილიონად ნაყიდი