ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და 50-ე წუთზე ბერტუგ ილდირიმმა გამარჯვების გოლი ლობჟანიძის პასით გაიტანა.
საბამ მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ჰათაისპორს“ კი 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 1-ელ თებერვალს გასვლაზე „გაზიანთეპს“ დაუპირისპირდება.