ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვალიადოლიდთან“ 0:1 დამარცხდა.
"ვალენსიმ" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა "ვალიადოლიდმა" მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
მატჩი ლამაზი სანახავი არ იყო, თავიდან სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაწინაურება ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მამარდაშვილმა პლანოს, მაჩისს და პლატას არ დაანება გატანა. 90-ე წუთზე კი ლარინმა ახლო მანძილიდან დალაშქრა "ღამურების" კარი.
„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 3 თებერვალს მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 19 675 მაყურებელი
ვალიადოლიდი - ვალენსია 1:0
გოლი: ლარინი (90)