უსახური "ვალენსია" ისევ დამარცხდა და ვარდნას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვალიადოლიდთან“ 0:1 დამარცხდა.

"ვალენსიმ" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა "ვალიადოლიდმა" მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

მატჩი ლამაზი სანახავი არ იყო, თავიდან სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაწინაურება ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მამარდაშვილმა პლანოს, მაჩისს და პლატას არ დაანება გატანა. 90-ე წუთზე კი ლარინმა ახლო მანძილიდან დალაშქრა "ღამურების" კარი.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 3 თებერვალს მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“.
19 675 მაყურებელი

ვალიადოლიდი - ვალენსია 1:0
გოლი: ლარინი (90)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუ იდარდებთ, გატუზო ვალენსიაში სამსახურს თუ დაკარგავს, უმუშევრად მაინც არ დარჩება. თბილისის მერის 11-ე მოადგილის პოსტი გარანტირებული აქვს. დამოძღვრავს მაღალინტელექტუალურ ურნებს, ნაგვის ბუნკერებს, საფერფლეებს და საფურთხებლებს, პირველ მაისობაზე პარადზეც კი გამოაგულავებს მათ ჭავჭავაძის გამზირხე. 1 ბუნკერი უკან, ხუთი წინ, ხუთი ურნაც კიდევ უფრო წინ და ნული საფერფლე სულ წინ და წინ. აი, ასე! აბა, ტროლებო, გამოაჭენეთ თქვენი სკუტერები!
ელიასი
19:27 29-01-2023
34
მამარდ გაასწარი სანამ დროა
რაბუ
19:30 29-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული