ხვიჩას პასი და ოსიმენის გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "რომას" ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „რომას“ ამარცხებს - 1:0.

მცირე ავადმყოფობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტშივე შექმნა მომენტი, როდესაც საჯარიმოს ხაზთან ორ მეტოქეს გასცდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე რუი პატრისიომ მოიგერია. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები კოტრიერიშებით პასუხობდნენ, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კიმ ჯემ და მერეტმა შეუთანხმებლად იმოქმედეს და კორეელმა კინაღამ ავტოგოლი გაიფორმა. შემდეგ ოსიმენმა კვარაცხელიას გადაცემული ბურთი მიიღო და რომაელთა კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, თუმცა
პირველი ტაიმის დასასრულს სპინაცოლას ჰქონდა მომენტი, მაგრამ მას გატანა მერეტმა არ დაანება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - რომა
გოლი: 1:0 ოსიმენი (16)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული