კვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომა“ 2:1 დაამარცხა.

მცირე ავადმყოფობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტშივე შექმნა მომენტი, როდესაც საჯარიმოს ხაზთან ორ მეტოქეს გასცდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე რუი პატრისიომ მოიგერია. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები კოტრიერიშებით პასუხობდნენ, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კიმ ჯემ და მერეტმა შეუთანხმებლად იმოქმედეს და კორეელმა კინაღამ ავტოგოლი გაიფორმა. შემდეგ ოსიმენმა კვარაცხელიას გადაცემული ბურთი მიიღო და რომაელთა კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს სპინაცოლას
ჰქონდა მომენტი, მაგრამ მას გატანა მერეტმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ ქართველს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა რთულ სიტუაციაში ლოსანოს გადაცემული ბურთი ვერ დაიმორჩილა. თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივი შეტევებით: ჯერ კრისტანტეს თავური მერეტმა, ცოტა ხანში კი ლოსანოს დარტყმული რუი პატრისიომ მოიგერია. ხვიჩა 69-ე წუთზე ელმასით შეცვალეს და ელ შაარავიმ ანგარიში გაათანაბრა. სპალეტიმ მოედანზე ლოსანოსა და ოსიმენის ნაცვლად სიმეონე და რასპადორი შეუშვა და სიმეონემ ზილენსკის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კვარას" ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, ხოლო ოსიმენი 14 გოლით ბომბარდირია.

„ნაპოლიმ“ ტურნირზე ბოლო 16 მატჩიდან 15 მოიგო, 53 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს გასვლაზე „სპეციას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - რომა 2:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (16), 1:1 ელ შაარავი (75), 2:1 სიმეონე (86)


მკითხველის კომენტარები / 45 /
ერთი თამაში თავის დაბადების დღეზე უწევს, 12 თებერვალს, კრემონეზესთან.
22 წლის ხდება, ფაქტიურად ჩვენს თვალწინ გაიზარდა და ჩამოყალიბდა ისეთად, როგორსაც დღეს ვხედავთ.
სასწაულად მიყვარს და მეამაყება!
0
შესანიშნავი თამაში იყო!!! სანახაობრივი,დაძაბულობა,გოლები… გილოცავთ!!! ესეც 53 ქულა!!! წინ ხვიჩა!!! წინ ნაპოლი!!!
გულშემატკივარი
01:50 30-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული