შეხვედრის პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველს კალჩოში 15 შეგდებულ ბურთში აქვს მონაწილეობა მიღებული (7 გოლი, 8 ასისტი), მასზე კარგი მაჩვენებელი კი იტალიაში მხოლოდ სწორედ ოსიმენს აქვს (14 გოლი, 3 შედეგიანი გადაცემა).
როგორც მოგახსენეთ, ნიგერიელს უკვე 14 გატანილი გოლი მოუგროვდა და ამით ის ტოპ-5 ჩემპიონატის ბომბარდირებში მე-3 ადგილზე გადავიდა.
ოსიმენზე წინ მხოლოდ ერლინ ჰოლანი და ჰარი კეინი არიან.