კვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველს კალჩოში 15 შეგდებულ ბურთში აქვს მონაწილეობა მიღებული (7 გოლი, 8 ასისტი), მასზე კარგი მაჩვენებელი კი იტალიაში მხოლოდ სწორედ ოსიმენს აქვს (14 გოლი, 3 შედეგიანი გადაცემა).

როგორც მოგახსენეთ, ნიგერიელს უკვე 14 გატანილი გოლი მოუგროვდა და ამით ის ტოპ-5 ჩემპიონატის ბომბარდირებში მე-3 ადგილზე გადავიდა.

ოსიმენზე წინ მხოლოდ ერლინ ჰოლანი და ჰარი კეინი არიან.
მკითხველის კომენტარები / 18 /
სოსო ძალიან კარგად იციან იტალიელებმა ფორეს შესახებ იმიტომ რომ უცხოელი პარტიზანებიდან მხოლოდ ორს მიენიჭა იტალიის ეროვნული გმირის წოდება--ჩვენს ფორეს და რუს პოლეტაევს ! სამხრეთ იტალიაშიც იციან სადაც 3 წელი ვცხოვრობდი (ბარიში და რომში) მაგრამ განსაკუთრებით იციან იტალიის ჩრდილოეთში ნოვარის და ასოლის პროვინციებში სადაც იბრძოდას და დაიღუპა ასევე კარგად იციან (განსაკუთრებით უფროსი ასაკის ხალხმა) სხვა ჩვენი ქართველი პარტიზანების შესახებაც ! ერთხელ ბარიში ჩემ იქაურ კოლეგასთან ვიყავი სახლში და მე ლაპარაკი დავიწყე იტალიაში ქართველ პარტიზანებზე და ამ დროს მოგვიახლოვდა იმ ბიჭის ბაბუა და გაკვირვებული მისმენდა და მერე მკითხა საიდან იცი გარიბალდელებზეო მეც თავი მოვიწონე და ყველაფერი გადმოვულაგე რაც ვიცოდი იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობაზე და პარტიზანებზე(რეზო თაბუკაშვილის "ალპური ვარსკვლავი" 3-4 ჯერ მქონდა ნანახი)მერე იმ ბაბუმ მითხრა "ქართველ ჯენაროზე" თუ გაგიგიაო და მე სიმართლე ვუთხარი ყურმოკვრით მეთქი (ისევ რეზო თაბუკაშვილს მადლობა)და იმან რომ დაიწყოოო-ჩვენთან ლომბარდიაში ყველამ ვიცით მის შეესახებ მაგარი მებრძოლი და მომღერალი იყოო ! მე მაგრა დავინტერსედი და რომ ჩამოვედი გავიკითხე და აი რა გავიგე--იყო ასეთი ქართველი პარტიზანი გიორგი ჯეირანაშვილი ლაგოდეხიდან თურმე ისე მაგრა მღეროდა რომ თბილისში ჩამოიყვანეს და კონსერვატორიაში უნდა მიეღოთ ახალ ვანო სარაჯიშვილსაც ეძახდნენ ! მაგრამ დაიწყო ომი და სხვებივით ისიც მოხვდა იტალიაში პარტიზანებთან იქ ძნელად წარმისათქვამი გვარი გადაუკეთეს და "ქართველი ჯენარო" დაარქვეს ძალიან მაგარი მებრძოლი ყოფილა და ორი მედალითაც დაუჯილდოებიათ ! და ერთხელ ბანაკში იარაღს რომ წმენდდა თავისთვის იტალიური სიმღერა წაიღიღინა მერე აზარტში შევიდა და ხმამაღლა შემოსძახა და რომ დაამთავრა ატყდა ოვაციები ხვევნა კოცნა ბრავო ჯენაროო ბრავოოო ! თურმე სიმღერა რომ გაიგონეს მთელი ბანაკი ჩუმად მივიდა და უსმენდნენ ! ამის მერე ყოველ დღე სთხოვდნენ სიმღერას და ისიც უტარებდა კონცერტებს და რაზმის მეთაურმა უთხრა--ომი რომ დამთავრდება მე თვითონ მიგიყვან ლა სკალაში იქ ბევრს ვიცნობ და აუცილებლად მიგიღებენო (თანაც ლომბარდიაში იბრძოდა ის რაზმი იქვე მილანთან)და როცა მილანს ათავისუფლებდნენ "ჯენაროს" რაზმის წევრებიც იბრძოდნენ მლანის ქუჩებში და გიორგი ჯეირანაშვილი-ჯენარო დაიღუპა ზუსტად ლა სკალასთან ახლოს 500 მეტრში (((( და როგორც ამბობენ მილანში ერთერთ ქუჩას 1960-იან წლებამდე ერქვა "ქართველი ჯენაროს"ქუჩა და მერე გადაარქვესო ! ასე რომ არც ისეა საქმე რომ ქართველებს არსად არ გვიცნობენ და თურმე სააკაშვილმა გაააცნო მსოფლიოს საქართველოო ! ვინც ოდნავ განათლებულია ყველამ იცის დასავლეთში საქართველოს შესახებ !
zura222
11:34 31-01-2023
0
ზურა კი ეგ ფილმია
zura222
10:54 31-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული