ბუდუ ზივზივაძე კარიერას "კარლსრუეში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, კერძოდ, "კარლსრუეში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას BNN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის დამატება გერმანულ კლუბს ალექსანდრე იაშვილმა ურჩია, რომელიც 2007/12 წლებში "კარლსრუეს" ღირსებას იცავდა. ბუდუ ახალ გუნდთან ხელს 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს.

"კარლსრუე" გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 18 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "მაგდებურგის" წინააღმდეგ გამართავს.

altSportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

altბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
შეუძლებელია ეს ბიჭი არ გიყვარდეს გულშემატკივარს. ძალიან კარგია ნებისმიერი გუნდისთვის და ამიტომაც ვერ ვხვდები რატომ გვიხარია გერმანიის მეორე ლიგიდან გავარდნის პირას მყოფ გუნდში გადასვლა:((
Tengo
07:04 31-01-2023
6
ბუდუ, თავისი დროული მანევრებით და აზრიანი გახსნებით ჭირდება ჩვენს ნაკრებს. ყოჩაღ იაშვილს! კარგია რომ დაეხმარა ბუდუს თავი დაეღწია ამ ბოღმა კლუბისაგან. აი ასე უნდა იაქტიუროს ფედერაციამ და დაეხმაროს ჩვენს ფეხბურთელებს.
თენგაბი
01:27 31-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული