"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

ფედელემ Marte Sport-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13
ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...

altკვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 47 /
100 პროცენტიანი იქნებოდა პასი ბურთი არა ჰაერში მაღალზე მინდორზე ყოფილიყო დამუშავება თუ არ დაჭირდებოდა
Offside
31 იანვარი 2023 14:45
3
ლოსანომ ბრმად ჩაუწოდა, თან ძალიან ძლიერად. ბურთი წვივზე მოხვდა და ვერ დაიმორჩილა.. მაგ დროს პირველ რიგში მეპასეა დამნაშავე . და მაგ 1 მომენტის გამო ნუ დავძრახავთ. თუმცა კარგია რომ ასეთი წონიანი ფიგურები აკრიტიკებენ. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს. მეორედ ეგეთ მომენტს რომ აღარ გააფუჭებს ვიცით ჩვენი ბიჭი.
ilar10N YouTube
01 თებერვალი 2023 11:52
1
მე მგონი ლოზანოსგან არ ელოდა პასს, მექსიკელი ხომ ამით არის ცნობილი რომ ცოცხალი თავით არ მოგცემს ბურთს, თუმცა იმ დღეს კარგად თამაშობდა
giorgi 3
31 იანვარი 2023 16:20
4
პასს თუ არ ელოდა საჯარიმოში რატომ შევიდა? საჯარიმოში ხარ და ბურთს არ ელი, ამას რა გამართლება აქვს?
ჟორა
31 იანვარი 2023 18:38
5
ძლიერი პასი მისცა ლოზანომ და მოხდა წვივზე, რის შედეგადაც ვერ დაიმორჩილა ბურთი და ვერც დაარტყამდა. რათ უნდა ამას ამდენი გარჩევა და კრიტიკა.
ჟორას გიორგის და დანარჩენ "პროფესორებს"
01 თებერვალი 2023 03:15
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული