ბერნარდესკი: "კვარა" მოვლენაა და ყველა მატჩზე გავლენას ახდენს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა და "ტორონტოს" ამჟამინდელმა შემტევმა ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა.

28 წლის ბერნარდესკიმ აღნიშნა, რომ იტალიაში დარჩენა შეეძლო, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ელაპარაკა, კლუბის სამომავლო გეგმები შთამბეჭდავი იყო, ლუჩანო სპალეტის გუნდის 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში ყოფნაც, მაგრამ კანადაში გადაბარგება არჩია.

ბერნარდესკის თქმით, "ნაპოლი" მატარებელივით მიიწევს წინ, ლიგის მოგებაც შეუძლია, მისი მეტოქეებს წინასწარ ეშინიათ, ისევე, როგორც ადრე "იუვენტუსის" და კვარაცხელია შეაქო:

"ვინ მაოცებს ყველაზე მეტად "ნაპოლიში"? "კვარა", და არა
მარტო თამაშით, არამედ იმით, როგორ გავლენას ახდენს ყოველ მატჩზე, მუდამ 110%-ით იხარჯება. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ესმის, რომ ის მოვლენაა, ვინაიდან მხოლოდ დიდი ჩემპიონებისთვის დამახსიათებელი მიდგომა აქვს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული