რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა "რეალთან" მატჩში

AutoSharing Option
გუშინ, 2 თებერვალს, ლა ლიგის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში, "ვალენსია" გასვლაზე "რეალთან" 0:2 დამარცხდა.

"ღამურების" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, კარგი მატჩი  ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული  გოლისგან არაერთხელ იხსნა.

ცნობილმა პორტალმა Whoscored.com-მა "მამარდას" თამაში 6.8 ქულით შეაფასა, რაც ვალენსიელთა შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგი გახლდათ. 

გამოცემის ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვინისიუს ჟუნიორი გახდა, მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა 55-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო.

"ვალენსია" 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს კატალონიაში "ჟირონას" დაუპირისპირდება.

45 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი "რეალი" ლიდერ "ბარსელონას" 5 ქულით ჩამორჩება და 5 თებერვალს "მალიორკას" ეწვევა.

altმამარდაშვილმა გუნდი

რამდენიმეჯერ გადაარჩინა - "ვალენსია" "რეალთან" დამარცხდა და ვარდნას აგრძელებს [VIDEO]

alt"მამარდამ" ასენსიოს არ გაატანინა, ქართველის ბრწყინვალე მოგერიება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული