"კვარაცხელია თავჩაქინდრული და ფერმკრთალია და ექიმთან წავიყვან" - ფედელეს ირონია თუ უკბილო ხუმრობა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით იტალიაში ყველა აღფრთოვანებულია, რომელმაც სადებიუტო სეზონში სერია A-ს 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, საფეხბურთო აგენტი და "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე ქართველის მიმართ რატომღაც კვლავ კრიტიკულადაა განწყობილი. მან ტელეკომპანია Tele A-ს ეთერში ისაუბრა:

"იტალიურ კლუბებს ტოპ-ფეხბურთელების მზა სახით შეძენა არ შეუძლიათ. ვიქტორ ოსიმენი, მაგალითად, ვარსკვლავი იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე წელიწადში გახდა. როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ჩამოვიდა, ვარსკვლავურ მოთამაშედ არ ითვლებოდა.

"ნაპოლის" მარცხენა თავდამსხმელზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მუდამ
თავჩაქინდრული რატომაა? მე ვხედავ, რომ ის ზედმეტად ფერმკრთალია. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ექიმთან წავიყვან, რათა მან გასინჯოს".

AreaNapoli-მ აღნიშნა, რომ ფედელე ცოტა არ იყოს ირონიული იყო. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია სერიოზული, კარგი, თავშეკავებული ადამიანია და ფეთქებადი ხასიათი არ აქვს.

ფედელეს ნათქვამს calcionapoli24-იც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ მან იხუმრა, რადგან ფეხბურთელის დგომის მანერა და მიმიკა არ მოსწონს.

altცნობილი მოქანდაკე კვარაცხელიას ეწვია და მისი სტატუეტი აჩუქა

altკვარაცხელია-შომუროდოვის კიდევ ერთი დაპირისპირება - "ნაპოლი" ლიდერობის განმტკიცებისთვის!..

alt"საჩუქარი აუცილებლად იქნება" - რას დაჰპირდა დე ლაურენტისი "ნაპოლის" ფეხბურთელებს

alt1 მილიონზე მეტი მოწონება საკუთარ გვერდზე - "კვარას" "იუვენტუსთან" ფოტოები 7-ნიშნულიან მაჩვენებელს გადასცდა

alt"ხვიჩა, პირველი ხარ" - ემოციური ვიდეო ნეაპოლიდან [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 30 /
ხვიჩა რომ ჩვენი იმედია ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ამ ბოლოს თითქოსდა მართლაც ვეღარ იტევს ისე თამამად ( დაგრუზეს იტალიელებმა შევისწავლეთო) ნუ მიაქცევთ ისევ ისე გააგრძელე ვერაფერს დაგაკლებენ თავდაჯერებულობა არ დაკარგო 100 დან ასჯერ ვერც მესი და ვერც მარადონა ატყუებდა მეტოქეს. ისევ ისე შენებურად მეტი სისწრაფე ცოტა ფიზიკაშეც მოუმატე მხარი კარგად ჩაუდგე ბურთთან არ მიაკარო იცოდე თავდაჯერებულობა ყველაზე დიდი მინუსია ქართველების ყველას ვინც ვერ ამართლებს ეგ ემართებოდათ პროფესიონალიზმი ზუსტად ეგაა ეგ მაკარონიკები ვინ უნდა შეაშინონ შენ მეომარი ხალხის გენი გაქვს ყოველთვის ერთი ათზე მოდიოდნენ. ხვიჩა გვჯერა შენი შრომას არ მოუკლო ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო აკეთე ის რაც კარგად გამოგდის. უფალი შეგეწიოს შენ და შენს ოჯახს.
კახა
05 თებერვალი 2023 03:04
0
გამზრდელი ბებია ყავდა ბიჭს გარდაცვლილი დასაფლავებულიც არ იყო, თან იცოდა ბოლო გზაზეც ვერ გააცილებდა და გამოსულიყო და ეცეკვა? კაით რა, ზოგიერთს ბებია კიდია, ის კი არა კილერებს უგზავნიან, მარა ხვიჩას ძაან უყვარდა.
დათოს
04 თებერვალი 2023 23:12
2
ამ გას- ხმულს რაღა უნდა?!
თენგო
04 თებერვალი 2023 21:58
1
ისე ცოტა აქტიური იყოს და ლიდერული ხასიათი აჩვენოს ურიგო არ იქნება. რომას თამაშის შემდეგ ყველა ანთებული იყო, ეს კი იდგა თავისთვის კუთხეში, არადა ვისზე ნაკლები გააკეთა ოსიმენს თუ არ ჩავთვლით?
დათო
04 თებერვალი 2023 20:58
4
ალბათ ბებიის გარდაცვალების გამო იყო ეგრე. მაგ დღეს პოსტიც არ დაუდევს ინსტარგამზე, ყველა მოგების შემდეგ დებს ხოლმე.
მხოლოდ სთორი დადო, რომელიც ბებიის ხსოვნას მიუძღვნა.
!!
04 თებერვალი 2023 23:48
0
თქვენ გონიათ თქვენ კომენტარებს წაიკითხავს ხვიჩა..სარჩო იშოვეთ რამე თქვე უპოვრებო.
gasi
04 თებერვალი 2023 20:08
7
ფედელე რო არ ჭამ და სუქდები ეგ ბოღმისგან მოგდის ნემსი შეირჭე არ გასკდე,,,შე ჩემისა კაცი თავჩაღუნული საუკეთესო იტალიელ ((და არამარტო))) მცველებს თავბრუს ახვევს და დირკას დირკაზე უტარებს და მაგან რო თავი აწიოს რაღას იზავს წარმოიდგინე,,ღმერთს მადლობა უთხარი მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თქვენს ჩემპიონატში რო მოხვდა და 3-4დღეში ერთხელ ზეიმს გიწყობთ სტადიონებზე მთელ იტალიაში,,რამ გაგაბოროტა??ნეტავ ჩვენ გვქონდეს ეგეთი ბედნიერება რო კვარაც ოსიმენიც ლეაოც ლაუტაროც და კიდევ ბევრი სხვაც ჩვენს ქვეყანაში ჩვენს სტადიონებზე თამაშობდნენ
გელა
04 თებერვალი 2023 19:46
0
ბატონო ფედელე, პურის ყანაში მარცვლით სავსე თავთავი მუდამ თავჩაღუნულია, რაც მისი დადებითია და არა უარყოფითი. ისიც გახსოვდეს, დიდი ფეხბურთელობას თავჩაღუნული ვარჯიში უნდა.
ჟორა გაბრიჭიძე
04 თებერვალი 2023 15:42
0
Etkoba politanos fania is dadis moedanze gabreqili da arsad daekargos.
Givi
04 თებერვალი 2023 14:30
0
ჩვეულებრივი ბოღმაა რა, ვერ ეგუება რომ ასეთ ვარსკვლავის აგენტი თვითონ არაა, ან თუნდაც ვინმე მასზე ცნობილი და ვიღაც უცნობი ჯუღელი შეიძლება მალე მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელის აგენტი გახდეს.
ტტტ
04 თებერვალი 2023 14:12
1
რაღაც ინდივიდუალური ბოღმა კუჭს უშლის, რაც მისი პრობლემაა. წარმატებული ადამიანების მიმართ აგრესია შურის გამო ზოგს უჩნდება ხოლმე. ისინი საკუთარ თავს თავად ისჯიან ხოლმე, რადგან სხვის ყოველ მომდევნო წარმატებაზე მძიმე განცდები აქვთ და იტანჯებიან! ასეთები შეიძლება ბევრი გამოჩნდეს.
დო მაჟორი
04 თებერვალი 2023 14:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული