"ვალენსია' ისევ დამარცხდა - მამარდაშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 21-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ჟირონასთან“ 0:1 დამარცხდა.

"ვალენსიამ" მორიგი მარცხი განიცადა და თუ ასე გააგრძელა, პრიმერადან გავარდნას ვერ გადაურჩება.

"ღამურების" რიგებში კვლავ საუკეთესო იყო მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. Whoscored--მა და sofascore-მ მისი თამაში 7.9 ქულით შეაფასეს.

ყოველგვარი მიკერძოების და სუბიექტურობის გარეშე - გიორგი აშკარად უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს.

„ვალენსია“ 20 ქულით მე-17 ადგილზეა და 12 თებერვალს „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

ჟირონა. „მონტილივი“. 10 732 მაყურებელი
ჟირონა - ვალენსია 1:0
გოლი: ბორხა გარსია (63)

მკითხველის კომენტარები / 9 /
გიოო მხეცი ხარ
ilar10N Youtube
22:54 05-02-2023
1
რა ვიცი, ორიოდე თვის წინ რომ ვწერდი,მამარდა უნდა ნებისმიერ წინადადებას დათახმდეს და გადავიდეს ვალენსიიდან,დისლაიქებით ამავსეს.არადა, ვცხოვრობ ვალენსიაში და ვიცი რა უზარმაზარი პრობლემები გააჩნია კლუბს. ხოლო გიორგის სასწრაფოდ უნდა მოეძებნოს კლუბი,სადაც დამარცხებულია სინდრომი არ არსებობს.გატუზო გასაშვები კი არა, საერთოდ არ იყო მოსაყვანი. ზის ეხლა ვალენსიაში და ელოდება კონტრაქტის გაწყვეტის ფულს. ან რა ფეხბურთელი იყო, იგივე უაზროდ მორბენალი მწვრთნელი აღმოჩნდა. მოკლედ, თუ გიორგის წინსვლა ( პროფესიონალურად) გვინდა,უნდა ვიოცნებოთ რომ რომელიმე იტალიის კლუბში გადავიდეს. ბრიტანეთში ცოტა შეიძლება გაუჭირდეს, რადგან გამოსვლები სუსტი აქვს და ურჩევნია კარის ხაზზე თამაში.
თემო
00:54 06-02-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული