"ვალენსიამ" მორიგი მარცხი განიცადა და თუ ასე გააგრძელა, პრიმერადან გავარდნას ვერ გადაურჩება.
"ღამურების" რიგებში კვლავ საუკეთესო იყო მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. Whoscored--მა და sofascore-მ მისი თამაში 7.9 ქულით შეაფასეს.
ყოველგვარი მიკერძოების და სუბიექტურობის გარეშე - გიორგი აშკარად უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს.
„ვალენსია“ 20 ქულით მე-17 ადგილზეა და 12 თებერვალს „ბილბაოს“ უმასპინძლებს.
ჟირონა. „მონტილივი“. 10 732 მაყურებელი
ჟირონა - ვალენსია 1:0
გოლი: ბორხა გარსია (63)