"კვარაცხელიასა და კიმის მომავალი გარკვეულია" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლი" 2022/23 წლების სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობას აგრძელებს. "პარტენოპეი" 56 ქულით სერია A-ს ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. ცხადია, ნეაპოლელთა ასეთი კარგი სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გუნდის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯოვანი სკოტოს ინფორმაციით, "კვარა" "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, ისევე, როგორც კიმ მინ ჯაე.

"ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯაე საკუთარ მომავალს "ნაპოლის" უკავშირებენ, ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, ნიგერიელის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებაში გადამწყვეტი ფაქტორი სკუდეტოს მოგება იქნება" - წერს სკოტო.

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე
სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 22 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 14 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"პრობლემა გადაჭრილია, პენალტებს ცივსისხლიანი ხვიჩა შეასრულებს" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნეაპოლში ხვიჩას სახელობის პიცას მოგართმევენ, თუმცა..." - იტალიელმა მსახიობმა ქართველზე იხუმრა

alt"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველაფერი კარგად არის
ხვიჩას ჩემპიონობის მერე
აუცილებლად გაყიდიან
ესენი მოგებაზე არიან
ორიენტირებული
თენგო
07 თებერვალი 2023 18:47
13
თუ ოსიმენის დარჩენა,სკუდეტოს მოპოვებაზეა დამოკიდებული,მაშინ ჩათვალეთ,რომ ისიც დარჩენილა.ვინღაა ამათი გამსწრები?!თუმცა არა მგონია,მთლად ასე მარტივად იყოს საქმე და არც ხვიჩას ახალი კონტრაქტი,2,4 მილიონის ხელფასით ჩანს მომხიბლავად.ჯერ ფულის გულისათვის არ თამაშობს,მაგრამ არც სულელად უნდა გამოჩნდეს და შესაძლებლის მეოთხედ,ან უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზე დარჩეს.
სოსო
07 თებერვალი 2023 16:30
0
მართალი ხარ, მინიმუმ 3 მლნ წლიური ხელფასი და მაშინ ამ ეტაპზე უნდა დარჩეს ნაპოლიში
fani
07 თებერვალი 2023 19:39
0
კვარამ ეხლა თუ მოაწერა ხელი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგძლივებას როდესაც აქვს 5 წლიანი კონტრაქტი ეგ იქნება ყველაზე იდიოტური გადაწყვეტილება საფეხბურთო სატრანსფერო ისტორიაში. ჯერ ეხლა სიტუაციას შეხედეთ, ოსიმენი მანდ არ დარჩება და წავა ჩემპიონის სტატუსით და შემდეგი ყველა სეზონი საუბარი იქნება რომ სკუდეტო ოსიმენმა მოიგო, მეორე სპალეტი ან დარჩება ან არა, ეგეც წავა ჩემპიონის სტატუსით. ეხლა რაც შეეხება კონტრაქტს, კლუბი და ფეხბურთელი ძირითად შემთხვევებში ვერ მოდიან თანხვედრაში და რატომ? კლუბის ინტერესია რომ მოგცეს დაბალი ხელფასი, ყავდე დიდი ხანი და გაგყიდოს ძვირად, ფეხბურთელის ინტერესია რომ ქონდეს კარგი ანაზღაურება და ღია კარი კარიერული წინსვლისთვის, ასე მუშაობს სატრანსფერო ბაზარი, უფრო მეტიც მთელ რიგ შემთხვევებში იდება ხელშეკრულება წინასწარ რომ ფეხბურთელმა აღარ გაახანგძლივოს კონტრაქტი რადგან კლუბისთვის მისაცემ ფულს ფეხბურთელს მისცემ ახალი კლუბი მაღალი ხელფასის სახით... კვარას ხელფასი უნდა გაუზარდოს ნაპოლი მაგრამ არა პლუს 1 წლის ხარჯზე. კვარას ვიღაცამ უნდა აუხსნას რომ არსებობს სატრანსფერო ბაზარი და თუ არ სურს რომ სხვა თანაგუნდელებს შეძულდეს უნდა ითამაშოს არსებული ბაზრის წესებით, რადგან ეხლა რა პრობლემაც აქვს ზელინსკის და ლოზანოს ეს არის კვარას დამსახურება. ოსიმენი ყველაზე ჭკვიანი მანდ, ჯერ სეზონის დასაწყისში ორჯერ შეხვდა მისი აგენტი ხლემძღვანელობას და ითხოვდა ორ რამეს ხელფასის გაზრდას და გუნდის მასზე აწყობას, ეხლა კიდევ გაუზარდეს ხელფასი და 6 მილიონზე მეტს იღებს ყოველგვარი პლუს წლებისა, ეხლა ჩემპიონი გახდება და წავა უკეთეს კლუბში.
dato
07 თებერვალი 2023 16:06
1
ხვიჩას პსჟ იყიდის და მბაპესთან ერთად იდომინირებენ 10 წელი
ვაკო
07 თებერვალი 2023 15:37
16
ვის აწვალებდნენო?
გიორგი
07 თებერვალი 2023 14:47
0
ხვიჩას გუდნელები იყვნენ რუბინში ოქროს პასებს აფუჭებდნენ და გოლს ვერ იტანდნენ
ვაკო
07 თებერვალი 2023 15:38
0
ერთი ორი სეზონი არ უნდა წავიდეს ჩემი აზრით, მომავალ წელსაც ნაპოლი იქნება სერია ას ფავორიტი და თუ არ დაშალეს გუნდი, დიდი შანცია მოიგონ ზედიზედ ორჯერ, მერე კი კვარა რეალში
გოგა
07 თებერვალი 2023 13:55
1
ღმერთმა გისმინოს ძმაო! მეც ეგ მინდა!
llcl
07 თებერვალი 2023 14:16
0
ოსიმენის გარეშე არ უნდა დარჩეს ნაპოლში. ამ ორის გარდა, ყველა საშუალო დონეა მაგ გუნდში. ხვიჩას ამობრწყინება ოსიმენის დამსახურებაცაა, თორე კი გვახსოვს ბაკაევები და დესპოტოვიჩები როგორ აწვალებდნენ
ლადო
07 თებერვალი 2023 13:12
23
სიმეონე ძალიან მაგარი ბიჭია, ეგ მალე გაბრწყინდება და შეიძლება არანაკლებ პროდუქტიულიც გახდეს, ვიდრე ოსიმენია. კვარა ეს 2 წელი უნდა დარჩეს ნაპოლიში.
100%
07 თებერვალი 2023 14:48
0
ხვიჩასთან ერთად სემიონე არანაკლებ იბრწყინებს!
aburjga
07 თებერვალი 2023 13:40
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული