"კვარაცხელიასა და კიმის მომავალი გარკვეულია" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლი" 2022/23 წლების სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობას აგრძელებს. "პარტენოპეი" 56 ქულით სერია A-ს ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. ცხადია, ნეაპოლელთა ასეთი კარგი სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გუნდის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯოვანი სკოტოს ინფორმაციით, "კვარა" "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, ისევე, როგორც კიმ მინ ჯაე.

"ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯაე საკუთარ მომავალს "ნაპოლის" უკავშირებენ, ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, ნიგერიელის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებაში გადამწყვეტი ფაქტორი სკუდეტოს მოგება იქნება" - წერს სკოტო.

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე
სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 22 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 14 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"პრობლემა გადაჭრილია, პენალტებს ცივსისხლიანი ხვიჩა შეასრულებს" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნეაპოლში ხვიჩას სახელობის პიცას მოგართმევენ, თუმცა..." - იტალიელმა მსახიობმა ქართველზე იხუმრა

alt"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი ორი სეზონი არ უნდა წავიდეს ჩემი აზრით, მომავალ წელსაც ნაპოლი იქნება სერია ას ფავორიტი და თუ არ დაშალეს გუნდი, დიდი შანცია მოიგონ ზედიზედ ორჯერ, მერე კი კვარა რეალში
გოგა
13:55 07-02-2023
1
თუ ოსიმენის დარჩენა,სკუდეტოს მოპოვებაზეა დამოკიდებული,მაშინ ჩათვალეთ,რომ ისიც დარჩენილა.ვინღაა ამათი გამსწრები?!თუმცა არა მგონია,მთლად ასე მარტივად იყოს საქმე და არც ხვიჩას ახალი კონტრაქტი,2,4 მილიონის ხელფასით ჩანს მომხიბლავად.ჯერ ფულის გულისათვის არ თამაშობს,მაგრამ არც სულელად უნდა გამოჩნდეს და შესაძლებლის მეოთხედ,ან უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზე დარჩეს.
სოსო
16:30 07-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული