არიედო ბრაიდა: "ნაპოლის" ორი ფენომენი ჰყავს, მაგრამ იმედია, "კრემონეზე" ისევ დაამარცხებს

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა, ამჟამად კი "კრემონეზეს" სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ "ნაპოლისთან" მომავალ შეხვედრაზე რადიო Kiss Kiss Naples-თან ისაუბრა. მან მეტოქე და განსაკუთრებით მისი ორი ფეხბურთელი შეაქო.

"ნაპოლი" სკუდეტოს მოიპოვებს, ეს უდავოა. ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობდი და არა ახლა, როდესაც "ინტერი" 13 ქულით ჩამოიტოვეს. ოსიმენი და კვარაცხელია - ევროპაში უძლიერესთა შორის ორი ფენომენია, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ჩემი "კრემონეზე" თავის ფანებს გამარჯვებით ისევ გაახარებს. ადრე თუ გვიან სერია A-ში გამარჯვებას მოვიპოვებთ. ნეაპოლური გუნდი ჩემპიონატზე
არასოდეს არ დაგვიმარცხებია, თასზე კი ახლახან პენალტების სერიაში ვძლიეთ, რაც დიდი მოულოდნელობა იყო".

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედით ბევრი ცოცხლობს, მაგრამ არ უმართლებთ ხოლმე!
"ბალელშიკი"
13:52 10-02-2023
0
ხვიჩა წინასწარ გილოცავ დაბადების დღეს ,სამადლობელი კი შენზე ერთი გოლი იყოს მაინც მომავალ თამაშზე!
ზაზა
11:45 10-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული