მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ლობჟანიძის გუნდი ჩემპიონატზე ასპარეზობას ვერ გააგრძელებს

AutoSharing Option
"ჰათაისპორი", რომლის ღირსებასაც საბა ლობჟანიძე იცავს, თურქეთის ჩემპიონატზე ასპარეზობას ვერ გააგრძელებს.

საზარელი მიწისძვრის შედეგად შენობების ნანგრევებიდან გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის და სამწვრთნელო შტაბის ორი წევრის ამოყვანა მოახერხეს, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია განელი ნახევარმცველის კრისტიან ატსუსა და სპორტული დირექტორის, ტანერ სავუტის ბედი.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხმეტ ბიუკეკშიმ განაცხადა, რომ "ჰათაისპორის" პრეზიდენტს შეხვდა და მან უთხრა, რომ ნანგრევებიდან ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც ატსუს ჰგავს, მაგრამ დანამდვილებით არაფერი არ იცის.

"ჰათაისპორმა" ფედერაციას წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდი თამაშს ვერ შეძლებს. ასევე
აპირებს ტურნირიდან მოხსნას "გაზიანთეფი" და ალბათ, სუპერლიგა 17 გუნდის მონაწილეობით გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული