მიქაუტაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - "მეცმა" დასანანი ქულები დაკარგა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ სახლში „კანის“ დამარცხება ვერ შეძლო - 0:0.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ბევრი მომენტი ვერ შექმნეს. პირველ ტაიმში მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მატჩის დასასრულს ჟირონდული გუნდი შტურმზე გადავიდა, ლამინა გეიამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„მეცი“ 37 ქულით მეოთხე ადგილზეა და 18 თებერვალს გასვლაზე „დიჟონს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თითქმის მთელ თამაშს ვუყურე.გამამწვავებელ პასს ვერ აკეთებენ.მიქაუტაძე ბევრს შრომობდა,მაგრამ ეგ რომ ალთას გარბოდა,პასს ბალთას აძლევდნენ.ისე ჩანდა, რომ არ ურთიერთ გაგება აქვთ და არც ოსტატობა ჰკმარათ.შემტევი რომ გარღვევაზე გარბოდა და პასს წინ,თავისუფალ სივრცეში ითხოვდა,პასებს უკან აძლევდნენ,სადაც ბურთი მცველს რჩებოდა.
სოსო
10:51 14-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული