
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ბაზარი ახლახან დაიხურა, გუნდები ზაფხულისთვის თავიანთ მიზნებს უკვე ისახავენ.
22 წლის ჩვენებურს საფრანგეთის მე-2 ლიგაში კარგი სეზონი აქვს. მან გუნდის მაისურა ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში მოირგო და 12 გოლი გაიტანა.
მოგეხსენებათ, "ჯენოა" სერია B-ში ასპარეზობს და სერია A-ში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, "უდინეზე" კი კალჩოში მე-8 ადგილზეა და ევროტურნირებისთვის იბრძვის.