Daily Mail: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია - "ნაპოლის" სკუდეტოს ბეჭედი დაუსვა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობა თანდათან წარმოუდგენლად იზრდება და მსოფლიოს წამყვანი გამოცემები მის შესანიშნავ თამაშს აღიარებენ. ბრიტანულმა ტაბლოიდმა "დეილი მეილმა" სერია A-ში გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების 10 მთავარ მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველს მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი უწოდა:

კვარაცხელია ანადგურებს "კრემონეზეს"

"ამ მომენტში, შესაძლოა, ქართველი მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. მასსავით ძლიერი ფეხბურთელი არ არის და სხვა დიად ვარსკვლავებთან შედარება საკმარისი არაა, რათა კვარაცხელიას სერია A-ს თანამედროვე ფეხბურთზე გავლენა აღვწეროთ.

კვარაცხელიას სტატისტიკა განსაკუთრებულია და სურვილმა, გახდეს იმ ქალაქში საუკეთესო, სადაც ოდესღაც მარადონა ბრწყინავდა, როგორც ჩანს,
განსაზღვრა
მისი, როგორც ტოპ-მოთამაშის ბედი.

"კრემონეზეს" ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ყველანაირად ცდილობდნენ "კვარას" შეჩერებას, მაგრამ მან კიდევ ერთი გამორჩეული თამაში გვაჩვენა და გეჩვენება, რომ მისი ყოველი მოქმედება გოლით დაგვირგვინდება. თავის 22-ე დაბადების დღეს ქართველმა ვარსკვლავმა "ნაპოლის" სკუდეტოს ბეჭედი დაუსვა".

altBallon d'Or 2023 Power Rankings. სულ მაღლა, მაღლა, ზევით და ზევით - ხვიჩა რეიტინგში დაწინაურდა

altსპალეტი: კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს და სალაჰს მაგონებს

altნეაპოლში კვარაცხელიას ალექსანდრე იაშვილი და ვილი სანიოლი ესტუმრნენ

altფაქტი და ამბავი კვარაცხელიას შესახებ, რომელიც გუშინდელი მატჩიდან ყველას გამორჩა

alt"მისი შეჩერება უფრო და უფრო რთული ხდება" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "კრემონეზესთან" მატჩში

alt"კვარას" დაბადების დღე? ბიჭები გათენებას არ დაელოდნენ" - სპალეტის პრესკონფერენცია "კრემონეზესთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯარ ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს .
vova
15:25 14-02-2023
5
საინტერესოა დისლაიქი ვინ დაუწერა?! ერთი მის თავში ჩამახედა...
...ხოდა რას ვამბობდი, ვინაიდან მესხის შვილს კი ჰქონდა კარგი მონაცემები, მაგრამ ნარკომანიისკენ გადაიხარა მისი ინტერესები (რამაც მისი ნაადრევად გარდაცვალება გამოიწვია) ისევე, როგორც მისი შვილიშვილების. ხვიჩა, როგორც მარცხენა გარემარბი და ნამდვილად საუკეთესო მსოფლიოში, მესხის ღირსეული მემკვიდრეა!
ზოგიერთმა კი მომწერეს, მას მესხამდე ბევრი უკლიაო, ბევრი ნაღდად არ უკლია და პოტენციალი მას ნამდვილად აქვს! მეტიც, მესხისგან განსხვავებით ხვიჩა მეტს მოძრაობს, თუმცა მესხი ფეხბურთამდე მოჭიდავე იყო და ჯანთან ერთად სპრინტერული სისწრაფე ჰქონდა, რაც ასე აკლია დღევანდელ ქართველ ფეხბურთელს, თუმცა უკვე გაიაზრა ბევრმა და ამასთან მიმართებით ჩაიხედა საკუთარ თავში. მესხი დაცვაში არ ჩადიოდა და მხოლოდ მოედნის ცენტრიდან კარისკენ მოძრაობდა ფეთქებადი სიჩქარით, ხოლო ხვიჩა ყველგანაა და მას ნამდვილად აქვს პოტენციალი უდიდეს ფეხბურთელად გარდაიქმნას, ერთი ეგაა, ჯანი უნდა მოემატოს და მასთან ერთად სისწრაფეც მოემატება და უფრო თამამად გააკეთებს გარღვევაბს, აი მაშინ იქნება ნამდვილი კვარადონა!
ლაშა
11:03 14-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული