რა შემთხვევაში შეიძენს "რეალი" კვარაცხელიას - Cadena SER-ი განმარტავს

AutoSharing Option
"რეალი" "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ "დორტმუნდის" ინგლისელი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის გადაბირებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ Cadena SER-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბი" ბელინგემის ტრანსფერის გაჩარხვას და ლუკა მოდრიჩთან, ტონი კროოსთან, დანი სებალიოსთან და მარკო ასენსიოსთან კონტრაქტების გახანგრძლივებას აპრილამდე გეგმავს.

თუ "რეალი" ბელინგემის შეძენას ვერ მოახერხებს, მაშინ კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ 100 მილიონი ევროს გადახდას არ დათანხმდება, რომელიც შეიძლება "ნაპოლიმ" მოითხოვოს. თუმცა, არაა გამორიცხული, ნეაპოლელების მხრიდან მადრიდელთათვის სასურველი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა შუაშია ბელინგემი კვარასთან? სად ბელინგემის პოზიცია და სად კვარასი? რეალს არ ჭირდება კვარა იმიტო რო ვინისიუსი ყავს მარცხნივ და არც კვარას ჭირდება რეალი ამ ეტაპზე, სადაც არის მშვენივრად არის და ერთი სეზონი მინიმუმ ჯობია იქ დარჩეს.
1
საქართველოს,მაინც არასაფეხბურთო ქვეეყნად მიიჩვევენ და ხვიჩას პროფესიონალიზმს,ნაკლებად ენდობიან.წაიყვანონ,დიდი ფული გადაიხადონ და ხვიჩას თავში აუვარდეს?!ჯერ კიდევ შეხედავენ,1-2 წელი,რას იზავს,ხომ არ მოუკლებს და თუ მოეწონათ,მერე წაიყვანენ.რეალს თუ ვინმე მართლა უნდა,ისეთ შეთავაზებას გაუკეთებს,რომ უარს ვერ ეტყვიან.ბელინგემიც და ვინისიუსიც,საფეხბურთო ქვეყნებიდან არიან და ამიტომ, მეტად ენდობიან.მე პირადად მირჩევნია ნეაპოლში დარჩეს და თვითონ შექმნას,ამ კლუბის ისტორია,დანარჩენ ბიჭებთან ერთად.მერე კი,ყველა გზა ხსნილი იქნება!
სოსო
20:59 15-02-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული