კიტეიშვილი ისევ ტრავმირებულია - მოასწრებს ნორვეგიასთან მატჩამდე მწყობრში ჩადგომას?

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 10 თებერვალს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში, სახლში "რაპიდთან" მოგებული მატჩის (1:0) 83-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

გრაცული კლუბის საიტის ცნობით,  კიტეიშვილმა გუშინ ვარჯიშის გაგრძელება კუნთის ტრავმის გამო ვერ მოახერხა და ჩატარებულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რამდენიმე კვირა უქმობა მოუწევს. მან მკურნალობა უკვე დაიწყო.

იმედია, ოთარი ტრავმას დროულად მოირჩენს და 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეჰ,კიტე,რა მაგარი ხარ და თან რა უიღბლო?!... მალე გამოჯანმრთელებას და მყარად,დიდი,დიდი ხნით მწყობრში შენებურად,მძლავრად და საიმედოდ, ჩადგომას გისურვებ!
ლევანი
11:52 16-02-2023
1
კაი რა კიტე რა, კაი რა. რა დავიხრჩვით უკვე ამდენი ტრავმებით. როგორი კლასის საყრდენი გვყავს, მაგრამ რად გინდა.... არადა როგორ გვჭირდები კიტე, როგორ გვჭირდები. ისე რომ ვაკვირდები, სულ ნაკრებში თამაშის წინ ემართება ტრავმა ამ ბიჭს, ალბათ დამთხვევაა, უფრო სწორედ მინდა, რომ დამთხვევა იყოს. გადახედეთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ ყოველთვის, როცა ნაკრებს თამაშები ელის, ერთი კვირით ადრე ღებულობს ტრავმას. არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ფაქტს ვლაპარაკობ, უკვე მერამდენე შემთხვევაა?!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული