"სასუოლოს" მწვრთნელი: კვარაცხელია უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "სასუოლოს" მწვრთნელ ალესიო დიონისის ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებას.

"ორი ან სამი ნახევარმცველით ვითამაშებთ. ეს სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ვეცდებით, ნახევარდაცვა უფრო მოქნილი გვყავდეს და არ დავუშვათ, რომ კონტრშეტევაზე დაგვიჭირონ. ამიტომ ბევრი სირბილი დაგვჭირდება.

კვარაცხელიას შესაძლებლობები ექნება. უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ. მიზანია რიცხობრივი უპირატესობა არ ჰქონდეთ. ამისათვის მცველების დახმარება ნახევარმცველებს მოუწევთ. ძნელია ყოველთვის თანაბარ პოზიციაში აღმოჩნდე. დარწმუნებული ვარ, ენერგიულად ვითამაშებთ", - უპასუხა დიონისიმ.

პირველ წრეში "ნაპოლიმ" სახლში "სასუოლოს" 4:0 სძლია, ხვიჩამ კი გოლი გაიტანა და
ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"სასუოლოსა" და "ნაპოლის" შეხვედრა 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გინდა ერთი ერთზე დატოვეთ,გინდა ორი ერთზე,გინდა სამი ერთზე,ხვიჩა მაინც გააკეთებს თამაშს და ნაპოლის მოაგებინებს,იმიტომ რომ ის ფეხბურთის მხეცია,თანაც მასთან ერთად ოსიმენიც,ლობოტკაც,კიმიც,ელმასის და კიდევ დანარჩენებიც უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან!
ზაზა
23:50 16-02-2023
0
კვარაცხელიას თუ ამოკეტავენ სპალეტი სხვა სქემებზე გადაერთვება, რადგან თავისუფალი სივრცეები დარჩება და ამ ოინს სპალეტისგან სწავლობენ!...
ლაშა
21:34 16-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული