ევროტურნირები: გუგეშაშვილის ორი და კვეკვესკირის ერთი ტაიმი, წიტაიშვილი სათადარიგოებში და გოჩოლეიშვილი განაცხადს მიღმა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა საინტერესო მატჩებით განახლდა, რომლებშიც მონაწილეობა ლუკა გუგეშაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა მიიღეს.

ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი

„შახტარმა“ ვარშავაში „რენს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც ტურნირის განაცხადში არ შეიყვანეს.

კონფერენს ლიგა. 1/16-ფინალი

„ყარაბაღის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომლის გუნდმა კონფერენს ლიგაზე ბაქოში „გენტს“ 1:0 მოუგო. გუგეშაშვილმა 92-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლეხი“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ დაუზავდა (0:0). პოლონური გუნდის სასტარტოში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო გიორგი
წიტაიშვილი მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

საპასუხო შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გუგეშაშვილი რატომ არ უნდათ დაინახონ და ნაკრებში დაუძახონ საოცარია პირდაპირ. რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, შახტარის მხრიდან საჩემპიონთალიგო განაცხადში არდაყენება უდრის შეურაცხოფას და სპეციალურ მიზანმიმართულ ჩაგვრას, რაც უფრო ქსენოფობიურ ბოდვას ჰგავს უკრაინელთა შესრულებით. კვეკვე ამბიციური და კარგი ფეხბურთელია ისევე, როგორც წიტაიშვილი, მაგრამ როცა მწვრთნელი შანსს არ გაძლევს, მაშინ ფორმაში არ ხარ და თუ სხვა რამეშია საქმე, მაშინ ქუდი უნდა დაიხურო, რადგან უუფლებო 21-ე საუკუნეში არავინაა...
ასე, მხოლოდ ხვიჩას შემყურე ნაკრები შორს ვერ გაფრინდება... შორს გასვლა კი სჭირდება ნამდვილად ნაკრებს და ლეგიონერებთან მიმართებით ამ მხრივ თუ გამოსწორდება რაიმე, მაგრამ ერთს ნამდვილად უნდა მიხვდნენ როგორც ფეხბურთელები, ისე აგენტები, რომ აღმ. ევროპაში თამაში (უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი) საერთოდ არ ღირს. ერთადერთი სლოვაკეთის სლოვანია და იქაც ვაისია კიდევ კარგი! ჯობია ტოპ ჩემპიონატების მე-2 ლიგები, ვიდრე აღმ. ევროპის უმაღლესი ლიგა რა...
ლაშა
17 თებერვალი 2023 00:44
8
მართალი ხარ შქხტარის შენთხვევაში ვაფშე პროსტა ყველას ვეკითხები ვინმე შახტარში გადასულიყოს ქართველი და გაეხაროს ვინმე თუ გახსოვთ შემახსენეთ არევასებათ ეს ქართველი ფეღბურთელები და ვერ შევიგნეთ რო არუნდა გადავიდეს ქართველი ფეღბურთელი შახტარში...(ოქრიაშვილი)(არაბიძე) იყვნენ კიდე პროსტა ვერვიხსენებ ეხლა..
simartle
17 თებერვალი 2023 02:16
3
გეთანხმები ყველაფერში.ვაისმაც იცის ვინ წაიყვანოს გუნდში.სულ 3 ქართველია,აქედან 2 ბოლო 10 წლეულის ყველაზე პროფესიონალი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია და 1 ისეთი,რომლის შესაძლებლობებიც კარგად იცის ვაისმა და ეხმარება ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევაში.რატომ არ წაიყვანა სლოვანში ოქრიაშვილი,ყაზაიშვილი,კაჭარავა,ქვილითაია,დვალი და ა.შ? მაგ კაცსაც არ სურს თავის შერცხვენა კლუბში და იცის ვინ მიიწვიოს.დღევანდელი რეალობიდან არც წიტაიშვილს არ აწყენდა იჯარით სლოვანში თუნდაც ნახევარი სეზონი.
Მეზღვაური
17 თებერვალი 2023 01:33
0
ყველა გამოხმაურება
რუსეთს არ ვემხრობი მაგრამ ეს რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში ხდებოდეს,ათას რამეს იტყოდნენ.ჩაგრავენ ქართველებსო! პოლონეთში წარმატებული ქართველი არ მახსენდება!
გაბო
17 თებერვალი 2023 11:31
0
რუსეთში ქართველები ყოველთვის თამაშობდნენ ძირითადში. ძირითადში თუ არა სათადარიგოზე არ ატარაბდნენ რამდენიმე თამაშს ზედიზედ.
akaki
17 თებერვალი 2023 14:19
1
ძალიან ცუდ დღეში არის ქართული ფეხბურთი, სათადარიგო ფეხბურთელი არ გვყავს რომ ზურიკო, ჩაკვე, მიქუტაძე და ლობჟანიძე შეცვალოს ათი წუთი მაინც, ხვიჩაზე ხომ საუბარიც არ არის.
semi
17 თებერვალი 2023 09:32
3
ნაკრების ფეხბურთელს რომ პოლონურ გუნდშიც არ ექნება ძირითადში ადგილი, მეტი რაღაზე უნდა ილაპარაკო.მეც ვთვლი რომ, მასეთ გუნდებში ყოფნას და უთამაშებლობას, კიდევ ჯობს ტოპ.ქვეყნების რანგით მე-2 ლიგებში თამაში.
თომა
17 თებერვალი 2023 08:57
0
რა თქმა უინდა მართალი ხარ. მაგრამ დავამატებ - ჯობია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს.
alexandre
17 თებერვალი 2023 12:08
0
რა თქმაუინდამართალი ხარ.მაგრამ დავამატებ - ჯობია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს.
alexandre
17 თებერვალი 2023 11:42
0
ხოჭოლავა ეხლა რას იტყვი??უკრაინელები როგორ ექცევიან ქართველებს?!რავი თავი რო გაიგიჟე ქართველების კრიტიკით დანიურ პრესაში!!!!
!!
17 თებერვალი 2023 19:00
2
ზოფადად უკრაინულ კლუბებში შახტარსა და დინამიში ქართველებს არ წყალობენ.სხვა სისტემა და სტილია.ერთი ჯალაძემ აუღო ალღო.გოჩოლეიშვილისთვის კი ადრეა ევროპა.
Master
17 თებერვალი 2023 23:58
0
გაუგებარია რატომ რჩები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი გუნდში, სადაც არ ჭირდებით? რა გახდა ნორმალური აგენტები არ მესმის ნამდვილად. ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე პოლონეთის დონის ჩემპიონატში, ან იგივე პოლონეთში შეუძლებელია ისეთი გუნდის მოძებნა, სადაც წიტაიშვილს სათამაშო დრო ექნება. შეიძლება თუნდაც ნაკლები ხელფასით. ვეტერანი ხომ არ არის ბოლოს და ბოლოს, რომ ფული იყოს მთავარი.
არტ
23 თებერვალი 2023 09:56
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული