როგორც მოსალოდნელი იყო - მამარდაშვილი ბარახასთვისაც პირველი ნომერი იქნება

AutoSharing Option
ესპანური eldesmarque "ვალენსიას" ახალი მწვრთნელის, რუბენ ბარახას გეგმებზე წერს, თუ რომელი ფეხბურთელების როტაციასა და ტაქტიკური სქემის შეცვლას აპირებს ის.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ღამურების" ახალი თავკაცი საქართველოს ნაკრების კიპერ გიორგი მამარდაშვილს არ შეეხება და ის "მესტალიაზე" კვლავ პირველი ნომერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასთვის" ბარახა მიმდინარე სეზონში მე-3 დამრიგებელია. გუნდი გასავარდნ ზონაშია და სასწრაფოდ ქულების დაგროვება ესაჭიროება. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "ღამურები" პირველ შეხვედრას 20 თებერვალს "ხეტაფესთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტყუილად გაუშვეს ბორდალასი...
gogi
17 თებერვალი 2023 20:17
0
ბარო გელა:))
აჩი
17 თებერვალი 2023 15:48
0
მამარდასთან შეხება თვითმკვლელობას უდრის. სრულიად ობიექტურად რო არა გიო ვალენსია დღეს უარეს დღეში იქნებოდა.
a a
17 თებერვალი 2023 15:47
0
ლა ლიგაში მე-10 ადგილიდან ყველა გუნდს ბურთების უარყოფითი ბალანსი აქვთ, გარდა ვალენსიის. (26-26) ეს კიდევ ერთი დასტურია მამარდაშვილის შეუცვლელობისა. დაცვას კი ყველა ვხედავთ რა შეცდომებს უშვებს.
G.LA
17 თებერვალი 2023 14:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული