რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 23-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სასუოლოს" ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა.

მოგეხსენებათ, შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, "კვარამ" მე-12 წუთზე შედევრი შემოგვთავაზა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-10 გოლი გაიტანა.

ცნობილი პორტალის Sofascore-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე 8.3 ქულით სწორედ 22 წლის ქართველი გარემარბი გახდა. მეორე საუკეთესო შეფასება კი "პარტენოპეის" ცენტრალურმა მცველმა ამირ რაჰმანიმ (8.1 ქულა) დაიმსახურა. 

"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს" უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში
ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.

altკვარაცხელიას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

alt"ნაპოლის" ფანები "კვარას" გოლზე გაგიჟდნენ [VIDEO]

altდეულოფეუ: "კვარა" ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია

altჯაკომო რასპადორი "კვარას" გოლს გამოეხმაურა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
უყურებ კვარას,იხსენებ 10 მილიონს და უსამართლობის განცდა გრჩება,როცა მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს და მხოლოდ დოღის ცხენივით სირბილი შეუძლია.მთელი ცხოვრება ვიძახდი რო ქართველებს ფეხბურთის თამაში შეგვიძლიათქო,რანაირად შეიძლება ყიფიანის ქვეყანაში ფეხბურთი ვერ ვითამაშოთქო,ხოდა გამოჩნდა აგერ კვარა,რომელმაც ნიჭს შრომის უნარიც დაუმატა და დაანგრია იტალია.ასეა რა,ქართველებს ნიჭი სულ გვქონდა,შრომის უნარის გვჭირდება და გამბედაობა,მერე ყველაფერი შესაძლებელია. ახალგაზრდულში ზურიკო დავითაშვილი უფრო ავლენდა თავის ნიჭს და დღემდე ვფიქრობ რო კვარაზე ნიჭიერია,მარა რაღაც უშლის ხელს. იმედია,მოიხოდება და იმ თამაშს აჩვენებს რასაც ველოდებით მისგან. ეგ და კვარა ბევრს გაამწარებენ,იქნებოდეს იქნება ევროზე ან მსოფლიოზეც გაგვიყვანონ.წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ბევრი გოლი.

პ.ს. კაკაბამ მაგარი გოლი გაიტანა ცნობისთვის
მიშა რა,შავი მიშა
08:23 18-02-2023
1
ნათლად გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ გუნდში ამინდს ქმნის ხვიჩა და არა სხვა მინმე, რომლის შემდეგ მოგებას აღარაფერი უკლია. გაიხარე ისე, როგორც ჩვენ გვახარებ.
ქართველი
11:02 18-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული