"სასუოლოსთან" "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ჩინებულ თამაშსა და გატანილ გოლს მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი გამოეხმაურა.
"ქართველის მორიგი რეკორდებით ვხარობთ! კვარაცხელია ყოველ მატჩში სულ უფრო უკეთ და უკეთ თამაშობს! თუმცა, ჩანს, რომ მისთვის ყველაფერი რთულდება, მაგრამ ყოველ ჯერზე გოლების გასატანად ვარიანტებს პოულობს.
გუშინ "სასუოლოსთან" ხვიჩა თითქმის მოედნის ცენტრიდან გაიჭრა და იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა. ქართველმა გოლი მესის მსგავსად გაიტანა? არა, მან გაიტანა, როგორც კვარაცხელიამ", - ციტირებს სიომინს Sport24.