კორესპონდენტი პასკუალე კაჩიოლა ერთ-ერთ გულშემატკივართან მივიდა, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა, რის გამოც იფიქრა, რომ ის "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივარია.
ჟურნალისტი გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ეს ბიჭუნა "ინტერის" ფანია, თუმცა ხვიჩა იმდენად უყვარს, რომ "სასუოლოსთან" შეხვედრაზე მის საგულშემატკივროდ საქართველოს დროშით მივიდა.
საინტერესოა, რომ საჩემპიონო რბოლაში "ნერიაძური" "პარტენოპეის" მთავარი კონკურენტია. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენად ცუდი ურთიერთობა აქვთ იტალიაში მოწინააღმდეგე გუნდების ბანაკებში მყოფ ფანებს ერთმანეთში, ეს მართლაც გასაოცარი ამბავი და კვარაცხელიას გენიალურობის კიდევ ერთი მტკიცებაა.
კვარაცხელია და ოსიმენი "აინტრახტისთვის" სრულ მზადყოფნაში - ნიგერიელმა "ნაპოლის" ფანები დაამშვიდა