"ლეხი" სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა - წიტაიშვილი მაინც არ ათამაშეს

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში "ლეხი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ზაგლემბესთან".

მასპინძელთა გუნდში შესვენებამდე ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი წიტაიშვილი კი მწვრთნელმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა. სტუმართა რიგებში განაცხადში არ იყო გურამ გიორბელიძე, ხოლო თორნიკე გაფრინდაშვილი არ ათამაშეს.

"ლეხი" 36 ქულით მესამე ადგილზეა, 24 თებერვალს კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში "ბოდო გლიმტს" უმასპინძლებს, 26 თებერვალს კი ჩემპიონატზე სტუმრად "შლიონსკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უკრაინას და პოლონეთს სასწრაფოდ უნდა მოშორდნენ ქართველი ფეხბურთელები!
ბათუმელი ექსპერტი
23:10 19-02-2023
1
მაგ მწვრთნელს ჩერჩესოვი დაემართა და სასწრაფოდ უნდა აიბარგოს მანდედან ან თავდაუზოგავად ივარჯიშოს იქნებ სანაკრებო მატჩებისას ფორმაში იყოს და იქნებ რომელიმე კლუბმა შეამჩნიოს...
ლაშა
22:35 19-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული