რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

AutoSharing Option

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "ნაპოლი" "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 84 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.

მიუხედავად პირველ ნახევარში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, "კვარამ" 63-ე წუთზე ტურნირზე მე-4 საგოლე პასი შეასრულა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა.

ცნობილმა პორტალმა Whoscored-მა 22 წლის გარემარბის თამაში 7.3 ქულით შეაფასა, ყველაზე მაღალი შეფასება კი "პარტენოპეის" ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯემ დაიმსახურა (8.5 ქულა).

შეგახსენებთ, გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება.

altხვიჩას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ"

მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

alt"კვარა" ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელია - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლისა" და "აინტრახტის" ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

altხვიჩას ჩინებული ასისტი და "ნაპოლი" "აინტრახტს" 2:0-ით ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
საუკეთესო თამაში არ ქონდა ხვიჩას, მაგრამ თამაშზე გავლენა მაინც მოახდინა. ეს მეტყველებს მის დონეზე. ხვიჩას ორი კაცი ედგა და ხან მესამეც ახლოს იყო, ამან ლოსანოს მისცა თავისუფლება. შიში რომ აქვთ ყველას უკვე ცხადია.
G.LA
11:29 22-02-2023
0
როდესაც ხვიჩა ცენტრში შედის მოწინააღმდეგე გუნდში ქაოსი და პანიკა იწყება და ამას შედეგი მოაქვს.
შედარებისთვის ლოსანო არ მახსენდება ასე ხშირად რომ შედიოდეს ცენტრში. თუმცა ვაღიარებ ამ ბოლო ორ შეხვედრაში მაგარი იყო
ვანჩოპე
13:23 22-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული