ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "ნაპოლი" "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 84 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.
მიუხედავად პირველ ნახევარში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, "კვარამ" 63-ე წუთზე ტურნირზე მე-4 საგოლე პასი შეასრულა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა.
ცნობილმა პორტალმა Whoscored-მა 22 წლის გარემარბის თამაში 7.3 ქულით შეაფასა, ყველაზე მაღალი შეფასება კი "პარტენოპეის" ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯემ დაიმსახურა (8.5 ქულა).
შეგახსენებთ, გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება.
ხვიჩას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ"
"კვარა" ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელია - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი
"ნაპოლისა" და "აინტრახტის" ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ხვიჩას ჩინებული ასისტი და "ნაპოლი" "აინტრახტს" 2:0-ით ამარცხებს [VIDEO]
შედარებისთვის ლოსანო არ მახსენდება ასე ხშირად რომ შედიოდეს ცენტრში. თუმცა ვაღიარებ ამ ბოლო ორ შეხვედრაში მაგარი იყო