"პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ..." - კასანომ ხვიჩასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, მიუხედავად გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, "კვარა" მუდმივად თამაშში იყო და მეტოქის კართან ხიფათს ქმნიდა.

"ნაპოლი" შესანიშნავი გუნდია, მათი თამაშის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. მაგალითად, ჯოვანი სიმეონე, არგენტინელმა სულ 5 წუთით ითამაშა თუმცა კარში 4-ჯერ დაარტყა. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ლობოტკაც, სლოვაკი "პარტენოპეისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელია. მიუხედავად გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, "კვარა" მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში იყო და მეტოქის კართან ხიფათს ქმნიდა.

ლუჩანომ უბრალოდ კარგი გუნდისგან შედევრი შექმნა.
აურელიო დე ლაურენტისი კომპლიმენტებს იმსახურებს, თუმცა, ვფიქრობ, სპალეტიმ "ნაპოლისთვის" იმდენი გააკეთა, რამდენიც თავის დროზე დიეგო მარადონამ" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 62 ქულით სერია A-ს ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს. "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 25 თებერვალს "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"მოედანზე კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა" - "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი "კვარაზე"

alt"ზახარიანი ცოტას მოუმატებს და კვარაცხელიას მსგავსად ითამაშებს" - ირწმუნება მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენელი

alt"თითოეული ქართველი თქვენ გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენკენ" - ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა კალათბურთელებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
სლუცკიზეც იგივეს ამბობდნენ მაგრამ მომავალ წელს გავარდა რუბინი, დროა ყველამ აღიაროს რომ ხვიჩა კვარაცხელიაა ნაპოლის წარმატების მთავარი გარანტი, მის გარეშე ნაპოლი საშუალო ევროპული გუნდია არც მეტი არც ნაკლები, ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამის აღიარება. ხვიჩას გვერდით მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც ვარსკვლავებს ემსგავსებიან. ოსიმენი ურალო თავდამსხმელი იყო ხვიჩამდე შარშან 14 გოლით, ვნახავთ ერთი ხვიჩას გარეშე რა იქნება.
ელგუჯა
21:11 23-02-2023
1
ძლიერი და მაგარი სიტყვებია!
ლაშა
12:31 23-02-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული