მიქაუტაძე "უდინეზეს" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

AutoSharing Option
"უდინეზე" საქართველოს ნაკრების ფორვარდით, გიორგი მიქაუტაძით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაცია Mondoudinese-მ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი შემტევის პოზიციაზე 3 ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს განიხილავს, თუმცა გიორგი სიაში ნომერ პირველ კანდიდატად მიიჩნევა.

მის გარდა, "უდინეზე" "სპეციას" ფორვარდით, მბალა ნზოლათი და "ტიგრესის" თავდამსხმელით, მატეო რეტეგით ინტერესდება.

შეგახსენებთ, ანდრეა სოტილის გაწვრთნილი გუნდი ამჟამად სერია A-ს სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მეცის" მაისურით ლიგა-2 ში ჯამში 21 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 11 გატანილი გოლით
გამოიჩინა.

altმიქაუტაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - "მეცმა" დასანანი ქულები დაკარგა

altმიქაუტაძემ ნაკრებშიც უნდა გაიტანოს - როგორი იქნება კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება?

alt"გთხოვ, არ იტირო, ნუ ტირი" - მიქაუტაძე და პატარა გულშემატკივარი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთი ნორვეგიას მოვუგოთ 28 მარტს და მერე ნახეთ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესის გაზრდა!
საქართველო ვალდებულია ვიკინგებს მოუგოს და ეს კიდევ ერთი დასტური იქნება დოღლიგის უსუსურობისა, სადაც თამაშობენ ნორვეგიელების უმრავლესობა.
ლაშა
23 თებერვალი 2023 13:47
2
რა ტერმინია დოღლიგა? ან რა აქვს ჩვენი დასაწუნი! ყველა რეიტინგით ინგლისის პრემიერ ლიგა ნომერ პირველია მსოფლიოში, ვერ ვხვდები რატომ აკრიტიკებთ დაუსაბუთებლად ამ ლიგას!ფაქტები ასეა!
ლაშას
23 თებერვალი 2023 15:21
7
იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ მიუხედავად ამხელა ფინანსებისა ვერც ჩელსი უქნია ღმერთს და ვერც სიტი. მაგდენი ფული რომ იტალიასა და გერმანიაში ტრიალებდეს პრემიერლიგის კლუბები ახლოსაც ვერ მივიდოდნენ მათთან. არცერთ ოქროს ბურთის მფლობელს არ სურს პრემიერლიგაში თამაში, რადგან პირველობა მხოლოდ გამართული მენეჯმენტით და შემოსავლებით არ განისაზღვრება. ინგლისის და შოტლანდიის ლიგებს არაფერი სასიკეთო არ მოუტანია ჩვენი ნაკრებისთვის წარსულში და ესპანეთი, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ჩემპიონატები უფრო პროდუქტიულია ჩვენნაირი ტექნიკური ფეხბურთელებისთვის. აი ამიტომ ვაკრიტიკებ!
აბა შენი ლოგიკით პრემიერლიგა, სადაც გაცილებით ბევრი ფული ტრიალებს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე, ამ უკანასკნელს სჯობია სანახაობით?
პრემიერლიგა უნდათ ენ ბი ეის მსგავსად საფეხბურთო მექად აქციონ, მაგრამ ანგლოსაქსების ოცნებებს სუპერლიგის შექმნა დაასამარებს.
ლაშა
23 თებერვალი 2023 15:38
8
ყველა გამოხმაურება
უდინეზეს აქვს ამ ტანის თავდამსხმელის ნოსტალგია, დინატალე უდინეზეს ლეგენდა ძალიან გავს გიოს, თუმცა გიო უფრო ტექნიკური და მეტი მონაცემების ჩანს, კარგად განვითარების შემთხვევაში შეუძლია უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს.
gio
23 თებერვალი 2023 15:55
1
თუ გამოვიდა უდინეზე ძალიან კარგი ვარიანტია
gionat
23 თებერვალი 2023 14:50
1
ძალიან მაგარი ამბავია და თუ გამოვიდა უმაგრესი იქნება ! აწი იტალიის და ევროპის გუნდები უფრო მეტად დააკვირდებიან ქართველ ფეხბურთელებს ! კაპელომ და სხვა ცნობილმა სპეციალისტებმა ხომ თქვეს--თუ ისეთი ფენომენი როგორიც კვარაცხელიაა გაჩდა და გაიზარდა ამ ქვეყანაში აუცილებლად იქნებიან ძალიან კარგი ახალგაზრდებიო და მისი დონის თუ არა მისი ნახევარიც რომ იყვნენ მაინც გამოდგებიან ნებისმიერ ტოპ ლიგებშიო !
zura222
23 თებერვალი 2023 18:08
0
იდეალური გამოვა თუ ზურიკო ბორდოსთან ერთად დაწინაურდება ლიგა ერთში და მიქაუტაძე უდინეზეში გადავა.
რაბუ
23 თებერვალი 2023 18:49
1
მივესალმები,წარმატებები გიოს
MARGALONA
23 თებერვალი 2023 13:40
0
Warmodgena ar maqvs ratom ar varga premierliga? Gemovnebaze at daoben, magram me magalitad siamovnebit vukureb da aucaiderebic ki sakmaod swraf da gamartul fexburts tamashoben,ver vukureb leche-veronas an kadisi-elches tamashebs faqtiurad karshi dartkmis gareshe mtavrdeba aseti tamashebi.
Givi
23 თებერვალი 2023 16:29
2
გიორგი არის შემსრულებელი,შემტევი გუნდის თავდამსხმელია ან კონტრშეტევის,ოღონდ ისეთ გუნდს ვერ მოერგება ვინც ბურთის წინ მოშორებაზე თამაშობს.
Levani
23 თებერვალი 2023 23:25
0
უდინეზეში სკამზე გაამწესებენ. დარჩეს სადაცაა
გენა
23 თებერვალი 2023 20:21
26
შე კაი ადამიანო რამე კარგი აზრი მოგივიდეს მაგ თავში არ შეილებაა??ადრე კვარაზე დააკომენტარე ნაპოლიში სკამზე დასვავენ და ჯობია უფრო დაბალი დონის გუნდში გადავიდეს და იქ დაამტკიცოს თავისი სიძლიერე და მერე წავიდეს უფრო დიდ გუნდშიო,,ეხლა იგივეს მიქაუტაძეზე წერ,,არ მომიძებნია თორე ალბათ მამარდაზე და დავითაშვილზეც იგივე გექნება დაწერილი,,რატო არ ენდობი ახალი თაობის ქართველ ფეხბურთელებს ბიჭო??ხომ ხედავ ვინც პროფესიონალურად იქცევა და ვარჯიში არ ეზარება ის წარმატებასაც აღწევს და დაიჯერე შენც რო ის ქართველი ფეხბურთელები რომლებიც ნიჭით არიან დაჯილდოვებული და თან არც ვარჯიში ეზარებათ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან
Genas
24 თებერვალი 2023 11:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული