ევროტურნირები: გუგეშაშვილის "ყარაბაღი" "გენტთან" პენალტების სერიაში დამარცხდა - "ლეხი" 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა, რომლებშიც ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.

ევროპა ლიგა

„შახტარი“ პირველი შეხვედრის მოგების (2:1) შემდეგ საფრანგეთში „რენთან“ ძირითად დროში 0:1 დამარცხდა. დამატებით დროში გუნდებმა გოლები „გაცვალეს“, ხოლო პენალტების სერია „მეშახტეებმა“ უკეთ შეასრულეს (5:4) და მერვედფინალში გააღწიეს. გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკურ გუნდს თან ახლდა, მაგრამ განაცხადში არ იყო.

კონფერენს ლიგა

„ყარაბაღი“ გასვლაზე „გენტთან“ ძირითად დროში 0:1 დამარცხდა და ვინაიდან პირველი მატჩი ბაქოში 1:0 ჰქონდა მოგებული, ექსტრა-ტაიმი დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში
კი ბელგიელებმა იმარჯვეს - 5:4. „ყარაბაღის“ მეკარე გიორგი გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

„ლეხმა“ საკუთარ მოედანზე „ბოდო გლიმტს“ 1:0 სძლია და რადგან ერთი კვირის წინ ნორვეგიაში ფრეს მიაღწია (0:0), შემდეგ ეტაპზე გავიდა. პოლონურ გუნდში ნიკა კვეკვესკირი 90-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი წიტაიშვილი კი კვლავ სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოშორდით აღმოსავლეთ ევროპას, ხომ ხედავთ არ იციან მანდ თქვენი ფასი. როდის უნდა მიხვდეთ?!
რეზო
17:51 24-02-2023
0
Guls marto imit vimshvideb xolme,rom ramdenime tvega darcha witaishvils lexshi...
Givi
15:08 24-02-2023
0

სიახლეები პოპულარული