"ემპოლის" კვარაცხელია და ოსიმენი არ შეუტევენ? - რას აპირებს სპალეტი 25 თებერვლის მატჩისთვის

AutoSharing Option
Calcionapoli წერს, რომ იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის მატჩში, სადაც "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" უნდა დაუპირისპირდეს, შესაძლოა, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ვიქტორ ოსიმენი დაასვენოს.

წყაროს ცნობით, 63 წლის სპეციალისტი გეგმავს, რომ პირველად მიმდინარე სეზონში, ძირითად შემადგენლობაში ჯოვანი სიმეონე გაამწესოს და ამით ნიგერიელ თავდამსხმელს დასვენების საშუალება მისცეს.

Calcionapoli-სვე ინფორმაციით, სპალეტი ამ სიახლეზე ფიქრობს და გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ "ემპოლისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გასათვალისწინებელია, რომ დღეს ემპოლში დილიდან წვიმს, რაც ტექნიკური ფეხბურთელებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია, თუმცა ასეთ ამინდში პენალტის ალბათობა მატულობს.
პანტელეიმონი
17:34 25-02-2023
0
ხალხნოოო არ დავიღლები ამის გამეორებით არასოდეს!!!!როდის გინახავთ მნიშვნელოვანი მატჩების წინ დაესვენებინოთ რეალში რონალდო და ბენზემა ან ბარსელონაში მესი და სუარესი????ამით ხომ ფეხბურთელს ტონუსიდან აგდებ სტატისტიკას უფუჭებ და ასე შემდეგ!!!!რა დროს ხვიჩა და ოსინენის დასვენებააა დაფრონავენ ბიჭები!!!!პიროქით ამოტენონ ნაპოლი სტატისტიკა გაიუმჯობესონ და კი ბატონო მეორე ტაიმში შეცვალონ ცოტა ადრე უფრო ანგარიში თუ მისცემს ამის უფლებას
ლუკაიე
14:14 25-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული