"ემპოლის" კვარაცხელია და ოსიმენი არ შეუტევენ? - რას აპირებს სპალეტი 25 თებერვლის მატჩისთვის

AutoSharing Option
Calcionapoli წერს, რომ იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის მატჩში, სადაც "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" უნდა დაუპირისპირდეს, შესაძლოა, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ვიქტორ ოსიმენი დაასვენოს.

წყაროს ცნობით, 63 წლის სპეციალისტი გეგმავს, რომ პირველად მიმდინარე სეზონში, ძირითად შემადგენლობაში ჯოვანი სიმეონე გაამწესოს და ამით ნიგერიელ თავდამსხმელს დასვენების საშუალება მისცეს.

Calcionapoli-სვე ინფორმაციით, სპალეტი ამ სიახლეზე ფიქრობს და გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ "ემპოლისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მთავარია ხვიჩა იყოს და თუ უნდა ოსიმენის ნაცვლად ჯონდი ბაღათურია ათამაშოს სპალეტამ.
აბო
14:10 24-02-2023
8
ჩემი აზრით სიმეონე ძალიან მაგარი 9 ნომერია
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული