"მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - ანრი "კვარაზე"

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ CBS-თან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "ტიტის" თქმით, სერია A-ში "პარტენოპეის" კონკურენტი არ ჰყავს.

"ნაპოლის" სერია A-ში კონკურენტი არ ჰყავს, სპალეტის გუნდი მხოლოდ ერთხელ "ინტერთან" დამარცხდა. მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულთან" დაამტკიცეს, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ ტურნირზე შეუძლიათ.

"კვარას" თამაშის ყურება ძალიან მიყვარს, ასევე მომწონს ჯოვანი სიმეონეს ენერგიულობა, ლობოტკა, ოსიმენიც შესანიშნავად გამოიყურებიან, მათი დაცვის ხაზი კი მუდამ საიმედოა" - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 62 ქულით სერია A-ს ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს"
15 ქულით უსწრებს, "პარტენოპეი" ჩემპიონატში მორიგ მატჩს დღეს "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altეტო'ო: ანრი ანელკას დონის არ იყო

altმატჩის დღე - კვარაცხელია და "ნაპოლი" მთავარ მიზანთან უფრო მიახლოებას ეცდებიან!..

alt"ემპოლის" კვარაცხელია და ოსიმენი არ შეუტევენ? - რას აპირებს სპალეტი 25 თებერვლის მატჩისთვის

მკითხველის კომენტარები / 12 /
კი ბატონო, ვეთანხმები ამ კომენტარებს. ერთხელ დავწერე, ხვიჩას რუსეთში რომ არ ეთამაშა ის ორი სეზონი, ესეთ ძლიერ ფეხებზე ვერ იდგებოდამეთქი, ეგრევე ისეთი აგრესია წამოვიდა, კინაღამ მართლა შემეშინდა. იმის მაგივრად ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ეთმანეთის კბენა-ღრენაზეა ყველა. აქ ბავშვებს ვერ ზრდიან, როგორც საჭიროა, თორემ საშუალო დონეზე ძალიან ბევრი ითამაშებდა, გადაუჭარბებლად ვამბობ. ბევრი რამის თქმა მინდა კიდევ, მაგრამ ეეჰ...
ლევანი
23:46 25-02-2023
2
ტიერი ანრი დონ კვარას თამაშის ყურებისას ალბათ თავის თავს ხედავს ახალგაზრდობაში და ამიტომ უყვარს.
ჩვენი დონ კვარა მსოფლიო ლეგენდების ყურადღების ცენტრშია და დიდი "ზეწოლის" ქვეშაა.
სად არიან ზოგიერთი "ქართველი ჭკუის მასწავლებლები" - გამოდით გაგვაცინეთ ჩვენც და დონ კვარაც!
ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი - შენ ხარ ჩვენი ჯილა ყოჩი!
ვაჟა მასწავლებელი
19:29 25-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული