"მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - ანრი "კვარაზე"

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ CBS-თან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "ტიტის" თქმით, სერია A-ში "პარტენოპეის" კონკურენტი არ ჰყავს.

"ნაპოლის" სერია A-ში კონკურენტი არ ჰყავს, სპალეტის გუნდი მხოლოდ ერთხელ "ინტერთან" დამარცხდა. მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულთან" დაამტკიცეს, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ ტურნირზე შეუძლიათ.

"კვარას" თამაშის ყურება ძალიან მიყვარს, ასევე მომწონს ჯოვანი სიმეონეს ენერგიულობა, ლობოტკა, ოსიმენიც შესანიშნავად გამოიყურებიან, მათი დაცვის ხაზი კი მუდამ საიმედოა" - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 62 ქულით სერია A-ს ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს"
15 ქულით უსწრებს, "პარტენოპეი" ჩემპიონატში მორიგ მატჩს დღეს "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altეტო'ო: ანრი ანელკას დონის არ იყო

altმატჩის დღე - კვარაცხელია და "ნაპოლი" მთავარ მიზანთან უფრო მიახლოებას ეცდებიან!..

alt"ემპოლის" კვარაცხელია და ოსიმენი არ შეუტევენ? - რას აპირებს სპალეტი 25 თებერვლის მატჩისთვის

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან რთული გზა გაიარა ხვიჩამ და ურთულესია, საქართველოსნაირი ქვეყნიდან ამხელა აღიარების მოპოვება.
ვის აინტერესებდა საერთოდ საქართველოში მოთამაშე ბავშვები ნიჭიერები იყვნენ თუ არა, საფეხბურთო თვალსაზრისით დაიგნორებული ვიყავით ყველა მხრიდან. წარსულში იმიტომ ვამბობ, რომ მჯერა ხვიჩას გამოჩენის მერე ამ ქვეყანაში დაკვირვების ქვეშ არიან ბავშვები და ახალგაზრდა ფეხბურთელები.
რამხელა მოტივაცია უნდა გქონდეს, როცა ბავშვი ხარ და საქართველოში თამაშობ, ეზოში, უყურებ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში და ოცნებები გაქვს, ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უყვართ მაგრამ ქართული არა, სადაც მხოლოდ მშობლების თაობას უნახავს ქართველის ნათამაშები ლამაზი ფეხბურთი, ახალგაზრდობას კი არა.
ახალგაზრდობა დავცინით და მასხრად ვიგდებთ ქართველ ფეხბურთელებს. აჰა გამოჩნდა ახალი რონალდო და მესიო, ღადაობას იწყებდნენ ეგრევე, როცა ვინმეზე საქებარი სტატია დაიწერებოდა.
ახლაც ვნახულობ ქართულ გუნდებზე სიახლეებს და თუ სადმე რაიმე დაიდება, აჰაჰავებენ ეგრევე ჩვენები. თელავი და სამგურალი დასაჰაჰავებელია აბა რა, როცა მადრიდის რეალი არაებობს თელავზე ან გაგრაზე როგორ წაიკითხავს პოსტს ქართველი.
როცა ვიძახდი ხვიჩას გამო მოვიდა ხალხი სტადიონებზეო, მეჩხუბებოდნენ, ჩვენ ისედაც სულ დავდიოდით თამაშებზეო.

მოკლედ ვისაც ტექსტის წაკითხვა დაეზარა, იმის თქმა მინდოდა, რომ რამდენჯერაც დასაცინ (ჯანსაღ კრიტიკას არ ვგულისხმობ)პოსტს დაწერთ ან დააჰაჰავებთ ქართველ ფეხბურთელებზე და ქართულ გუნდებზე, იმდენი გაიხსენეთ ხვიჩა და სხვა პატარა ბავშვები, ვინც ახლა ეზოში თამაშობენ და დიდი ოცნებები აქვთ.
მაგ ბავშვებმა ჯერ ქართულ გუნდებში უნდა აიდგან ფეხი და აქედანვე თუ გავუბანძებთ აქაურობას მოტივაცია დაეკარგებათ. ისე ნუ გავხდით, რომ 16-17 წლის ასაკში მხოლოდ რუსებმა შეამჩნიონ მათი ნიჭი და მერე დაგვამადლონ, ჩვენ რომ არა თქვენი ტალანტი ჩაკვდებოდაო.

თუ რაიმეს არასწორად ვამბობ, რათქმაუნდა ყველანაირ კრიტიკას მივიღებ!
Skeleton
12:42 25-02-2023
1
ხვიჩა ტიპაჟიც საყვარელია და სტილიც არასტანდარტული აქვს.ამიტომაც ბევრი თაყვანისმცემელი ყავს.თვით ოკუპანტ რუსებშიც.
ამაშია საქმე
12:19 25-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული