ორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლის“ 2:0 სძლია.

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა ორივე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა და თავისი გუნდის მორიგ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მოლოდინისამებრ სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დაწინაურდნენ კიდეც, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ზილენსკიმ დაარტყა და ისმაილიმ ავტოგოლი გაიტანა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ ვიკარიომ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ოსიმენმა დაასწრო. ნეაპოლელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ კიმის თავური ძელმა უკუაგდო.

„ნაპოლი“ მეორე ტაიმის დასაწყისშიც განუწყვეტლივ უტევდა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს
გამო არ ჩაითვალა, მერე მარიო რუი მსაჯმა უხეშობის გამო გააძევა და მწვრთნელმა სპალეტიმ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაცვის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - კვარაცხელიასა და ლოსანოს ნაცვლად მოედანზე ელმასი და ოლივეირა შეუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება საერთო ანგარიშით 16:1 მოიპოვა - ჩემპიონატზე ბოლო 20 მატჩიდან 19 მოიგო.

„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს და 3 მარტს „ლაციოს“ უმასპინძლებს.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“

ემპოლი - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ისმაილი (17, საკ. კარში), 0:2 ოსიმენი (28)
გაძევება: მარიო რუი (67)

მკითხველის კომენტარები / 41 /
სლუცკის ხელში კვარაცხელია ამჯღავნებდა თავისი შესაძლებლობების 40-45% -ს , სპალეტის ხელში კი 60-65% ს ----
საჩინო
26 თებერვალი 2023 18:07
1
კვარაცხელია კარგია
საჩინო
26 თებერვალი 2023 17:50
0
აქ ზოგი ისეთ კომენტარებს წერს გაგიჟდება კაცი რა მოხდა თუ დაუყვირა მრწვთელმა თქვენ როგორ გონიათ რონალდოს არ უყვიროდა ფერგუსონი რო უყვიროდა და რო თხოვდა იმიტომ გახდა მაგარი

Beqa
26 თებერვალი 2023 16:08
3
Semis გასაგონად:ორივე გოლი მისი შეტევით ,მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ გავიდა!
ზაზა
26 თებერვალი 2023 12:47
2
და კიდევ დავამატებ:ნანახი მაქვს პელეს თამაში ბავშვობაში,შემდეგ კრუიფის თამაში,შემდეგ მარადონასი,შემდეგ რონალდინიო, შემდეგ მესი,ახლა კი ხვიჩაა,ეს ყველა ფეხბურთელი უძლიერესები არიან თავთავიანთ დროს გუნდში თუ ნაკრებში თავიანთი თამაშით და როლით,ამასთანავე ყველა გამოირჩევა ადამიანურობით და უბრალოებით,ასე მხოლოდ ფენომენებს ძალუძთ!!!
ზაზა
26 თებერვალი 2023 12:23
3
ხვიჩა ძალიან მაგარია, მაგრამ რა ორივე გოლი შექმნა ღმერთოჩემო რაებს წერთ, პირველი გოლი იყო ავტოგოლი, თან უხეიროდ ჩააწოდა ეგრე რაგბშიც არავინ აწვდის და თანამედროვე ფეხბურთში მითუმეტეს, მეორე გოლი კი მეკარის ცუდად მოგერიებას მოყვა. ბოლოს ალბათ დაწერთ ხვიჩა მარცხენა ფლანგზე წამოწვა რითაც მარჯვნივ ხალხი შოკში ჩაყარა და ავტოგოლები შეაგდესო.
Semi
26 თებერვალი 2023 12:11
21
შენ სანამ სანსიას ბედს არ გაიზიარებ მანამ არ მოისვენებ როგორც ვატყობ
!!!!!!!!!!
26 თებერვალი 2023 13:23
1
ვინც რაც უნდა ის თქვას!ხვიჩა კვარაცხელია მთავარი მოთამაშე,მთავარი მოტივატორი,მთავარი სულის ჩამბერავია დღეს ნაპოლიში და ეროვნულ ნაკრებშიც!ემპოლისთან კი ორივე გოლი მისი დამსახურებით გავიდა,მე პირადად ჩემს გულში ორივე ასისტად ჩავუთვალე ხვიჩას და კიდევ მატჩის ბედის გადაწყვეტაც მას მივაკუთვნე!არავინ არ შემომედავოს,აზრი არა აქვს წ ე რ ტ ი ლ ი!!!
ზაზა
26 თებერვალი 2023 11:57
2
თუ არსებობენ დიადი პასები,ერთ-ერთი მათგანი ხვიჩას გუშინდელი პასია უთუოდ(საერთო ჯამში უკვე მერამდენე?!!!!)...
სპალეტიმ მშვენივრად უწყის ხვიჩას გენიალური ნიჭიერების თაობაზე,ამიტომაც ცდილობს მის სრულყოფილებამდე აყვანას.დარწმუნებული ვარ, საჯაროდ შეგნებულად ხვიჩას ბოროტად შეურაცხყოფას ანაც აბუჩად აგდებას,ის არათუ გაბედავს,გულშიც კი არ გაივლებს.ამას გარდა,კი არის ხვიჩა ძალზედ მოკრძალებული და თავმდაბალი,მაგრამ ყველაფრიდან სჩანს,რომ საკუთარ ღირსებას ასე ადვილად არავის გაათელინებს.ის კარგად გრძნობს,სად გულიანი,საქმიანი შენიშვნაა და სად კიდევ სხვა რამ.ასე რომ, ვფიქრობ სანერვიულო არაფერი გვაქვს.ვისურვოთ ხვიჩას რკინისებური ჯანმრთელობა და მომავალი ბრწყინვალე თამაშები!
მერაბი
26 თებერვალი 2023 10:23
2
…გეთანხმებით 100%!!!
დათო
26 თებერვალი 2023 11:35
0
სპალეტი ყველასგან მკაცრად ითხოვს მაქსიმუმს, იმიტომ ჰყავს ასეთი ორკესტრივით აწყობილი და შეთამაშებული გუნდი.თუ ხვიჩას მისცა შენიშნა რა არის ამაში ცუდი.მას უნდა ფეხბურთელები იყვნენ მუდმივად ტონუსში. სპალეტიმ იცის ხვიჩას რა შეუძლია. ჩემი აზრით, ხვიჩამ ცოტა უნდა მოუმატოს სისწრაფეში და ბევრი იმუშაოს ძლიერ, მოწყვეტილ დარტყმებზე, სხვა ყველაფერი აქვს. ასე რომ ყველაფერი კარგი წინაა! ჩვენ კი გველის უდიდესი სიხარული და სიამაყის გრძნობა!
წარჩე
26 თებერვალი 2023 10:15
4
ხვიჩას რომ დაღეჭილი ლუკმა არ მიქონდეს მთელი ნაპოლი დამშელი ირბენდა ისევე როგორც ბოლო 33 წელი
!!!!!!!!!!
26 თებერვალი 2023 08:29
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული