ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „სოსიედადი“ 1:0 დაამარცხა.
"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში მეოთხედ შეინახა კარი მშრალად.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, მომენტები იშვითად იქმნებოდა და მასპინძლებმა მაინც შეძლეს დაწინაურება - ლინომ გადაცემა დუროს გაუკეთა და სუბელდიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ტაიმის დასაწყისში დურო სოლასთან მცირე კონტაქტისას საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი არ დანიშნა. სტუმრები კი ინიციატივას დაეუფლენ, „ღამურები“ სწრაფი და სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ: მომენტი კასტილიეხომ ვერ გამოიყენა, შეცვლაზე შესულ ვასკესს გატანა მეკარე რემირომ არ დაანება, ლინოს დარტყმული ბურთი რიკოშეტით ძელს მოხვდა.
ერთი სიტყვით, "ვალენსიამ" რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ამ მომენტისთვის 23 ქულით მე-17 ადგილზეა და 5 მარტს გასვლაზე „ბარსელონას“ შეხვდება.
ვალენსია. „მესტალია“. 37 465 მაყურებელი
ვალენსია - სოსიედადი 1:0
გოლი: სუბელდია (40, საკ. კარში)