"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"სოჭის" თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ Sportbox-თან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციალი შეაფასა.

- როგორია ცხოვრებაში ხვიჩა?
- მახსოვს, როდესაც პირველად მივესალმე, მეგონა, რუსული იცოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა - არა. ვუთხარი: "როგორაა საქმეები?". როდესაც მიპასუხა, მივხვდი, რომ რუსულად ვერ ლაპარაკობდა. შემდეგ მხოლოდ ქართულად ვსაუბრობდით.

ცხოვრებაში ჩვენ განსაკუთრებულად ახლო მეგობრები არ ვართ. ნაცნობები ვართ, ერთმანეთს დაბადების დღეებს ვულოცავთ, თუმცა ისე არაა, რომ მე მას ან მან მე მკითხოს, როგორაა საქმეები. როგორც შევატყვე, ცხოვრებაში ჩვეულებრივი, მშვიდი ბიჭია. გავიგე, საქართველოში, მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს.
სოფელში თავის სახლთან ყოველთვის ბავშვები ელოდებიან, რომლებთანაც სურათებს იღებს, როდესაც საქმეებზე ქალაქში მიდის. ის უბრალო ბიჭია.

- ერთმანეთი მატჩისას გაიცანით?
- დიახ. "რუბინის" წინააღმდეგ "ტამბოვისა" და "ახმატის" შემადგენლობაში ვითამაშე. მოედანზე ხშირად შევხვედრივართ.

- გოლებს არ ულოცავ?
- ასე მგონია, ხვიჩასთვის გოლების მილოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მას ხომ მთელი მსოფლიო უგზავნის შეტყობინებებს. ტიტულები ან დაბადების დღე უნდა მიულოცო.

- შეგეძლო წარმოგედგინა, რომ იტალიაში ასეთი წარმატებული დებიუტი ექნებოდა?
- დიახ, რა თქმა უნდა. როდესაც მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, რბილად რომ ვთქვა, ცოტა შოკში ვიყავი. თან მაშინ შეცვლაზე შემოვიდა და პირველივე წუთიდან არ უთამაშია.

- კვარაცხელიასთვის "ნაპოლი" ზღვარია?
- სრულიადაც არა. შეუძლია თავისი კვალი არა მარტო "ნაპოლიში", არამედ მთელ მსოფლიო ფეხბურთში დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქართული თუ იცოდი რუსულად რატო მიმართე ?
beqa
19:18 27-02-2023
9
ცუდი ამ ბიჭს არაფერი უთქვამს,პირიქით მხოლოდ დადებითი ისაუბრა, თუ საქართველოში არ ცხოვრობს და არ შრომობს მხოლოდ ამის გამო ნუ გარიყავთ ქართველობიდან. ხვიჩას წარმატება მასაც , ისე მაგრად ახარებს როგორც ჩვენ , ყველას. გაგიმარჯოთ ბიჭებო.
შოთა
04:02 28-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული