"ხვიჩამ და მისმა ოჯახმა "ნაპოლიზე" არჩევანი ამ ორი მიზეზის გამო გააკეთეს" - ძაკარდო კვარაცხელიას "პარტენოპეიში" ტრანსფერზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ძაკარდომ თქვა, თუ რატომ აირჩია ხვიჩა კვარაცხელიამ თავის მომავალ გუნდად "ნაპოლი".

"ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელთან და მის გარემოცვასთან საუბრის შემდეგ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ არჩევანი "ნაპოლი" იქნებოდა, თანაც გუნდის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კვარაცხელიათი სერიოზულად იყო დაინტერესებული და ფეხბურთელზე ცნობებს აგროვებდა.

რატომ გააკეთეს "კვარამ" და მისმა ოჯახმა არჩევანი "ნაპოლიზე"? - ეს სერიოზული კლუბია, რომელმაც ახალგაზრდების დაფასება იცის.

მეორე მიზეზი კი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელს ბევრი ასწავლოს და მისი ხელმძღვანელობით
ხვიჩამ ბევრი რამ აშკარად გააუმჯობესა", - თქვა ძაკარდომ Gazzetta dello Sport-თან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აი, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რომ არ მოინდომონ თავის თავს დააბრალონ ჩვენებმა. არამარტო ძაკარდო, არამედ სხვა უამრავი ტოპ ჩემპიონატიდან ჩამოვლენ საქართველოსა და რუმინეთში და საკუთარ თავს უნდა გადაახტნენ ჩვენი ფეხბურთელები, რადგან ისინი არამარტო თავის თავს, არამედ ქვეყანას უკვლევენ გზას, ჩვენი ფეხბურთის მომავალს!
ლაშა
28 თებერვალი 2023 15:45
1
მე ჩემი აზრი მაქვს და ვფიქრობ , რომ ევროპის ახალგაზრდულზე ხვიჩამ არ უნდა ითამაშოს . ზურიკომ კი . ხვიჩა სხვა წონით კატეგორიაშია და წარმოდგენაც არ მინდა , რომ აქ ტრამვა აიკიდოს . მაგის გარდა , სულაც არ მინდა ,,გადაიწვას" -ისედაც გადატვირთული გრაფიკი აქვს . ამიტომ , მხოლოდ კლუბი და დიდი ნაკრები .
zaza
28 თებერვალი 2023 17:48
0
ადამ სენდლერს რა მაგრა გავს ძაკარდო
:D
28 თებერვალი 2023 14:24
2
ეგ ვიღაა?
უცოდინარი
28 თებერვალი 2023 21:23
1
ზუსტადაც და ნამდვილად ))
ჯს
28 თებერვალი 2023 12:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული