საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარში" პირველ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში დონეცკურმა გუნდმა ლვოვში "მინაი" 4:1 დაამარცხა, გოჩოლეიშვილი კი 61-ე წუთზე თავდამსხმელ ოლეკსანდრ ზუბკოვის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 4:1 იყო. განაპირა მცველ ეფიმ კონოპლიას ცენტრში შეწევის საშუალება მიეცა, ხოლო ქართველი მთელ ფლანგს აკონტროლებდა და სახიფათო იერიშებს იწყებდა.
"შახტარი" 33 ქულით მეორე ადგილზეა, "დნიპრო 1"-ს 2 ქულით ჩამორჩება და 5 მარტს "მეტალისტს" დაუპირისპირდება.