გოჩოლეიშვილმა "შახტარის" სასტარტოში ითამაშა და "რენთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფი "შახტარი" ამხანაგურ მატჩში სლოვენიის ჩემპიონ "მარიბორს" დაუზავდა (4:4).  უკრაინული გუნდის სასტარტოში იყო გიორგი გოჩოლეიშვილი.

მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ქართველი მარჯვენა მცველად დააყენა და 66-ე წუთამდე ათამაშა. აღსანიშნავია, რომ გუნდის თავკაცმა მეორე ტაიმში როტაციას მიმართა და ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი გამოცვალა.

"შახტარი" შეკრებაზე 8 თებერვალს ორ სპარინგს ჩაატარებს - "სარაევოსთან" და თბილისის "დინამოსთან", 16 თებერვალს კი, ვარშავაში ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში, "რენს" უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა 24 თებერვალს საფრანგეთში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
სოსო
21:52 02-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული