"ერთმანეთს პირველივე წუთიდან გავუგეთ" - ოსიმენმა "კვარასა" და გუნდზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

ხვიჩასთან ურთიერთობაზე

მე და ხვიჩამ ერთმანეთს პირველივე წუთებიდან გავუგეთ. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია.

საჩემპიონო მიზნებზე

ამის შესახებ ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვფიქრობდი, ფრანკ ზამბო ანგისას ვესაუბრე და ვკითხე: ფრანკ, იცი, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და სკუდეტოს მოგება შეგვიძლია? კამერუნელი არ დამეთანხმა, ის ამის შესახებ სკეპტიკურად იყო განწყობილი.

სპალეტის შესახებ

ლუჩანო მოედანს გარეთ ჩემთვის მამასავითაა. რჩევებს ყველაფრის შესახებ მაძლევს. ვარჯიშებზე მკაცრი და ძალიან
მომთხოვნია. განსაკუთრებით ბრაზდება მაშინ, როდესაც შესაძლებლობების მაქსიმუმს არ აჩვენებ. თუ ოდესმე მწვრთნელი გავხდები, მსურს, რომ მას ვგავდე.

წარმატების ფორმულა

რა არის ჩვენი წარმატების საიდუმლო? მუდამ ერთმანეთზე ვზრუნავთ. თითოეული მოთამაშე მეორეს სტიმულს აძლევს და მხარს უჭერს. როდესაც ძლიერი და თავდაჯერებული ხარ, აუცილებლად გაიმარჯვებ.

ინტერესი პრემიერლიგიდან

ვფიქრობ, ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის ამბიცია ყველა ფეხბურთელს აქვს. შესაძლოა, ერთ დღეს ამ ჩემპიონატში ძალები მოვსინჯო, თუმცა ახლა მხოლოდ "ნაპოლიზე" ვარ კონცენტრირებული.

რომ არა ფეხბურთი...

რა პროფესიას ავირჩევდი, რომ არა ფეხბურთი? აუცილებლად ექიმი გავხდებოდი, რადგან ეს მამაჩემის ყველაზე დიდი სურვილი იყო" - განაცხადა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 65 ქულით სერია A-ს ლიდერია. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს ხვალ, 3 მარტს, "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

altნეაპოლში შეგიძლიათ ორიგინალური ტორტი "ოსიმენი" დააგემოვნოთ

alt"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
იამაყე რომ ასეთი მაგარი ბიჭი ჩვენი თანამემამულეა.უნიჭიერი და უმაგრესია ხვიჩა.მაგრამ ნუ სექტანტობთ რა გუშინწინ რომ აღმოაჩინეთ ფეხბურთი.უბრალოდ ისიამოვნეთ და შეეშვით ამ ღრმა ფილოსოფიურ დასკვნებს
ქომაგი
18:15 02-03-2023
0
:-) გაუგებდი აბა რა იქნებოდა, ფენომენი გყავს გვერდით და...
ლაშა
16:16 02-03-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული