დუბლი და საგოლე გადაცემა - მიქაუტაძეს ლიგა 2-ში დიდხანს არ გააჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცადინეობით „მეცმა“ გასვლაზე „ანსი“ 3:0 დაამარცხა.

ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და იუსეფ მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მიქაუტაძემ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაუსწრო და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. გიორგის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა. მისი სამსახურით ტოპ-5 ლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის "უდინეზეა" დაინტერესებული.

„მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ დე სპორტსი“
ანსი - მეცი 0:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (27), 0:2 მაზიზი
(50), 0:3 მიქაუტაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 35 /
ასეთ ფორმაში მყოფი ჟორჟი აქამდე არ მინახია. ჟორჟი, რომელიც არაერთ ტოპ ჩემპიონატის კლუბს მოუნდა!
ლაშა
05 მარტი 2023 12:42
1
ბელგიის მეორე ლიგაში რომ გახდა ბომბარდირი იმაზე ცოტა დახვეწილი, მოღონიერებულია და გამოცდილი ჩანს თორე ფორმა არც მაშინ წონდა ნაკლები… ეს იმ ტიპის ფორვარდია რომელიც ყოველთვის შეაგდებს 10 გოლს ზეზონში თუ ნდობა და “იგრავოი პრაკტიკა” ექნა…. ჯოვანი სიმეონეს ტიპის თავდამსხმელია. ისეთი რომელიც თამაშს არცერთ გუნდში არ გააფუჭებს და შეიძლება გააძლიეროდ კიდეც
Zaza
05 მარტი 2023 14:33
0
კარგი ბიჭია გიორგი. ერთი რაცაა ცოტა თამაშის მასზე მორგებული სქემა ჭირდება და მეტი ნდობა. სანიოლის საქმეც ეგაა ამდენი განსხვავებული ტიპაჟისგან გუნდი გააჯეთოს
Gogi
05 მარტი 2023 11:25
1
ნაპოლის არ იყოს ნაკრებშიც კვარაზე მინიმუმ 2 კაცი ეყოლება მეტოქეს მიმაგრებული. ამ დროს ზურიკოს, ჟორჟს და ბუდუს სივრცეები ექნებათ. წარმატებები ჟორჟ კლუბშიც და ნაკრებშიც
მინდია
05 მარტი 2023 11:23
2
ძალიან მაგარი ფეხბურთელია!!!
მირო
05 მარტი 2023 16:04
0
მეცი რომც ვერ გადავიდეს ლიგა 1 ში, გიოს მაინც არ დატოვებენ მანდ.
გოგა
05 მარტი 2023 09:40
0
მეკარე კარგი დაცვას არაუშავს შეტევა მშვენიერი ერთი კარგი პლეიმეკერი რა გახდა რომ არ გვეღირსა
ზაზა
05 მარტი 2023 15:50
0
პლეიმეიკერი არაა კიტეიშვილი ან კიდე პლეიმეიკერად არ შეუძლიათ კვარას ან ჩაკვეს თამაში?
გიორგი
05 მარტი 2023 16:20
0
ასე რა გააშუქეთ სხვა სპორცმენებიც ამ კვარამანიაზე
Juve
05 მარტი 2023 15:36
1
ყოჩაღ გიო!ძაან მაგრად ითამაშე!შენში ეჭვი არასოდეს შემპარვია,ასე გააგრძელე,ყოველ თამაშში თითო გოლით მაინც გაგვახარე,ღმერთმა დაგლოცოს ჩვენი გახარებისთვის!!!
ზაზა
05 მარტი 2023 19:13
0
ყოჩაღ გიორგი!ამ სეზონში,საუკეთესო თამაში აჩვენა.ძალიან მშრომელი და მებრძოლი ბიჭია!ეძებს და პოულობს მომენტს.გოლის გატანის დაუოკებელი სურვილი აქვს და ცოტა მაღალიც რომ ყოფილიყო,ორჯერ უფრო სახიფათო იქნებოდა.არა მგონია მეცმა შეძლოს,მისი დატოვება.აუცილებლად წაიყვანენ.
სოსო
05 მარტი 2023 22:55
0
+++++
100%
05 მარტი 2023 15:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული