დუბლი და საგოლე გადაცემა - მიქაუტაძეს ლიგა 2-ში დიდხანს არ გააჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცადინეობით „მეცმა“ გასვლაზე „ანსი“ 3:0 დაამარცხა.

ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და იუსეფ მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მიქაუტაძემ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაუსწრო და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. გიორგის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა. მისი სამსახურით ტოპ-5 ლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის "უდინეზეა" დაინტერესებული.

„მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ დე სპორტსი“
ანსი - მეცი 0:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (27), 0:2 მაზიზი
(50), 0:3 მიქაუტაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 35 /
მაგარ ფორმაშია, 90წთ მოძრაობს, 2-3 კაცს უპრობლემოდ ატყუებს, გოლები გააქვს, პასებს აკეთებს, სტადიონზე ქართულ დროშას აფრიალებინებს! - მეტი რა ქნას ამ ბიჭმა! დანარჩენს საქართველოს ნაკრებში გააგრძელებს იმედი მაქვს! კვარას და ჩაკვეს გვერდით იმედია მეტს იზამს!
ვაჟა მასწავლებელი
05 მარტი 2023 00:11
0
Jigari xar gio aba ra
Moira
05 მარტი 2023 02:14
0
ბრავო გოლების მანქანაა!
რიკი
05 მარტი 2023 00:01
0
ყოჩაღ გიორგი! მგონი ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა ბრუნდება, ოცდაცამეტი წელია წლიდან წლამდე ველოდები ქართული ნიჭის და გენის გამოღვიძებას! გაიხარეთ ბიჭებო და დიდი მადლობა ამ უსაზღვრო სიხარულისთვის რასაც თქვენი შრომით გვანიჭებთ!...
ელგუჯა
05 მარტი 2023 01:07
1
დიდებული ჟოღჟ!
ბრწყინვალე იყო მთელი თამაში!
განსაკუთრებით მესამე გოლი მომეწონა: სამი მცველი სახტად დატოვა გიორგიმ და მეკარეს მარცხენათი ქვედა დაბალ კუთხეში შეუცურა და შეუსრულა!
ბესო შიოშვილი
05 მარტი 2023 00:09
0
მიდი ჟორჟ, მალე ნაკრებშიც უნდა გაიტანო.
ქობულეთიდან
05 მარტი 2023 01:08
0
ამ ბიჭს აქვს პოტენციალი დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
ჩემი აზრით თუ მეცი გადავა ლიგა 1 ში აუცილებლად უნდა დარჩეს მეცში რადგან იქ გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია და მიზდის თამაში და თუ მეცი ვერ შეძლებს მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს სხვა გუნდში გიორგი ნამდვილად ცოდოა 2 სეზონშიც მე 2 ლიგისთვის თან როცა ასეთი შედეგები აქვს და აშკარად ძალიან აქვს მომატებული სეზონის ბოლოს ბევრი მსურველი გამოუჩნდება.
goga
05 მარტი 2023 01:15
1
ძალიან ძლიერია მგონი,22 წლისა თან,ეს თამაში არ მინახავს ჯერ მაგრამ,წინა მატჩი რრო იტანს იქ ისე იხსნება და ერთი შეხებით ურტყავს ტოპები როგორც მოძრაობენ ისე,დილეტანტური აღწერა გამომივიდა მაგრამ ამ ბიჭით გაოცებული ვარ,ამას მეტი სითბო უნდა ვაგრძნობინოთ მეგობრებო.სითბოზე და მხარდაჭერაზე უნდა ვცადოთ და ჩვენი ნაკრების ყველა წევრს თანაბრად უნდა მხარდაჭერა,კი ხვიჩა გამორჩეულია მაგრამ დარწმუნებული ვარ მასაც ეს ენდომება,თან რო არ გვყავდეს მაგრები კიდე ჰო)) რა დრო მოგვივიდა!!ერთი სექტორი სკაუტები იქნება თურმე საქ vs ნორ როგორც ჩვენს ისე ნორვეგიელთა სანახავად!ჟორჟ კიდევ ერათხელ ბრავოო!!!
მირო
05 მარტი 2023 00:35
1
ნაკრებშიც გაიტანე გოლები გიო!!!
ლიზა
05 მარტი 2023 00:23
1
ტექნიკა და ბურთის ართმევა საუკეთესოდ აქვს ჟორჟს განვითარებული. ოსიმენისგან განსხვავებით სიმაღლით ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ ტექნიკა მასზე უკეთესი აქვს!
წარმატებები გიორგის!
ლაშა
05 მარტი 2023 11:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული