რა ხდებოდა "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ "ნაპოლის" გასახდელში - იტალიური პრესა დეტალებზე დაწვრილებით წერს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა.

calcionapoli24 იმ დეტალებზე წერს, რაც მატჩის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" გასახდელში ხდებოდა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელებს სიტყვით მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ, პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა მიმართეს.

"წაგებას მიჩვეულნი აღარ ვიყავით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ახლა ყველა ასეთი დამწუხრებული ვართ. მინდა, რომ ყველა შეგაქოთ, რადგან მარცხს არ იმსახურებდით, თითოეული ფეხბურთელისგან დიდი ძალიხმევა დავინახე", - თქვა სპალეტიმ.

Corriere del Mezzogiorno-ს დღევანდელი გამოცემა გვაუწყებს, თუ როგორ
მიმართეს ოსიმენმა და დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს.

ნიგერიელმა თქვა, რომ თამაშის შემდეგ მისი თანაგუნდელების გულგატეხილი სახის დანახვით ძალიან წუხს, მაგრამ ახლა უკვე ყველას შემდეგი ტურისთვის "ატალანტასთან" მატჩისთვის ფიქრზე მოუწოდა.

შეხვედრის შემდეგ გასახდელში ჩავიდა დე ლაურენტისიც, რომელმაც შეაქო ფეხბურთელები მათი დამოკიდებულების, ინტენსივობისა და უპირველეს ყოვლისა იმ პროგრესისთვის, რაც მათ აქამდე მიაღწიეს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა "გადატვირთვის" დროა, რათა როგორც აქამდე სპალეტი ამბობდა, ყველასთვის, ჩვენთვის, ქალაქისთვის, გულშემატკივრებისთვის, ნანატრი ჯილდო მოიგონ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ფორცა ნაპოლი სემპრე !!! ფორცა კვარაცხელია !!!
გიო9
23:17 05-03-2023
2
4 მაგარი ფეხბურთელი ყავს ნაპოლის კიმი ოსიმენი კვარა და სიმეონე.
სიმართლე
21:14 05-03-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული